Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 20 (დანართი 1)

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 20 (დანართი 1). მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შემოწმებული სამშენებლო პროდუქტისგან დამოუკიდებელ მესამე პირს. ორგანიზაცია, რომელიც გაწევრიანებულია ისეთ პროფესიულ ასოციაციაში, რომელიც მონაწილეობს შემოწმებული სამშენებლო პროდუქტის დიზაინის შემუშავების, წარმოების, მომარაგების, აწყობის, გამოყენების ან ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესში, შესაძლებელია იყოს შესაბამისობის შემფასებელი პირი, თუ დაამტკიცებს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.

2.შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მისი ხელმძღვანელი და პერსონალი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში, არ უნდა იყოს მის მიერ შემოწმებული სამშენებლო პროდუქტის დიზაინერი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, მემონტაჟე, შემსყიდველი, მფლობელი, ან აღნიშნული პროდუქტის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ან აღნიშნული პირების უფლებამოსილი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული პროდუქტის გამოყენება უკავშირდება მათ მოხმარებას პირადი მიზნებისთვის ან შეფასების პროცედურებით განპირობებულ აუცილებლობას.

3.აღნიშნული პირები არ  უნდა იყვნენ ჩართულნი  ისეთ  საქმიანობაში,  რომელიც გავლენას მოახდენს მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე აკრედიტაციით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული აკრძალვა ეხება ასევე აღნიშნული პირების მიერ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.

4.შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა მათ მიერ განხორციელებული შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში.

5.შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა შეეძლოს, ამ რეგლამენტის III დანართის შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში აკრედიტაციით განსაზღვრული ყველა უფლებამოსილების განხორციელება მიუხედავად იმისა, უშუალოდ ახორციელებს ამ უფლებამოსილებებს თუ სხვა პირის საშუალებით.

6.შესაბამისობის შემფასებელი პირი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს.

7.შესაბამისობის შემფასებელი პირი, მისი ხელმძღვანელობა და შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელიც თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში პასუხისმგებელია მესამე პირის ამოცანების შესრულებაზე, ვალდებულია, არ ჩაერთოს აღნიშნული პროდუქტის დიზაინის, წარმოების ან დამზადების, მარკეტინგის, მონტაჟის, გამოყენების ან/და ამ სამშენებლო პროდუქტების მოვლა-შენახვის პროცესში და არ უნდა წარმოადგენდეს ამ საქმიანობაში ჩართულ მხარეს.

8.შესაბამისობის შემფასებელი პირი და შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ვალდებულნი არიან, თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში მესამე პირის ამოცანები შეასრულონ პროფესიული კეთილსინდისიერების დაცვითა და კონკრეტული სფეროსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციით და თავისუფალი იყვნენ ყოველგვარი, მათ შორის, ფინანსური გავლენისგან, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს შეფასებაზე ან/და განხორციელებული შეფასების ან/და ვერიფიკაციის აქტივობების შედეგებზე.

9.ნებისმიერ დროს და თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის თითოეული სისტემისა და სამშენებლო პროდუქციის თითოეული სახეობისთვის ან კატეგორიისთვის, არსებითი მახასიათებლებისა და ამოცანებისთვის, რომელთან დაკავშირებითაც მას მიმართეს,  შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია: ა) ჰყავდეს თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში მესამე პირის ამოცანების შესრულებისთვის საკმარისი და სათანადო გამოცდილების შესაბამისი ტექნიკური ცოდნის მქონე თანამშრომლები; ბ) აქტივობები განახორციელოს იმდაგვარად, რომ  შესაძლებელი იყოს  შესაბამისობის შეფასების ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გამიჯვნა სხვა სახის აქტივობებისგან, ასევე გააჩნდეს თვისებების შეფასებისთვის საჭირო პროცედურების იმგვარი აღწერილობა, რაც უზრუნველყოფს ამ პროცედურების გამჭვირვალობასა და განმეორებითობას; გ) შემუშავებული ჰქონდეს პროცედურები ქმედებების შესასრულებლად, რომლებიც ითვალისწინებენ საწარმოს ზომას, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურას, ტექნოლოგიის სირთულის დონესა და წარმოების პროცესის მასიურ ან სერიულ ხასიათს.

10.შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს მისი აკრედიტაციის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისთვის აუცილებელი ყველა საშუალება, მათ შორის, უნდა უზრუნველყოს წვდომა ყველა საჭირო აღჭურვილობასა და მოწყობილობაზე.

11.შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს: ა) გავლილი ჰქონდეთ ტექნიკური და თეორიული ტრენინგი, რომელიც მოიცავს ყველა იმ შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლისთვისაც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აკრედიტებულია; ბ) ჰქონდეთ შესაბამისობის შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და სათანადო უფლებამოსილება შეფასების განსახორციელებლად; გ) ჰქონდეთ აუცილებელი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესახებ სათანადო ცოდნა; დ) შეეძლოთ იმ სერტიფიკატების, ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება, რომლებიც ადასტურებენ შეფასებისა და ვერიფიკაციის განხორციელებას.

12.შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის, მისი ხელმძღვანელობისა და შეფასებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიუკერძოებლობა. შესაბამისობის შემფასებელი პირის ხელმძღვანელობისა და შემფასებელი თანამშრომლების შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარებული შეფასებების რაოდენობაზე ან ამ შეფასებების შედეგებზე.

13.შესაბამისობის შემფასებელი პირის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, დაიცვან პროფესიული საიდუმლოება ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელებისას. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქონებრივი უფლებების დაცვა. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №156 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ოქტ. 2018 – 15 დეკ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 21 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შესაბამისობის აუდიტი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შესაბამისობის პროგრამის შემუშავება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ანტიმონოპოლიური შესაბამისობასერვისის გვერდი
  • მდგრადი განვითარების შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 აპრ. 2026 · №12

  • ციტირებულია 2 მუხლი

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21 (დანართი 1)მუხლი 26 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 23 (დანართი 1)შესაბამისობის შემფასებელი პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებები
  • 21 (დანართი 1)შესაბამისობის შემფასებელი პირის ქვეკონტრაქტორი და შვილობილი ორგანიზაციები
  • 22 (დანართი 1)შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ დამოუკიდებელი ლაბორატორიების გამოყენება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 87მოქმედების სფერო
  • 90შესაბამისობის შემფასებელი ორგანო
  • 22ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 9ბაზარზე ზედამხედველობა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 12სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები
  • 63პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის უსაფრთხოებისა და დოკუმენტაციის სისწორისათვის

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 29შესაბამისობის კონტროლის სისტემა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 140სავალდებულო სერტიფიცირება არქიტექტურული საქმიანობისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას

მაუწყებლობის შესახებ

  • 37¹შესაბამისობის დეკლარაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37¹87902214021 (დ…26 (დ…23 (დ…22 (დ…126329920 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…ენერგოეტიკეტირების შეს…განსაკუთრებული მნიშვნე…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 აპრ. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026