სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 23 (დანართი 1). შესაბამისობის შემფასებელი პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 8 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისობის შემფასებელმა პირებმა უნდა განახორციელონ შესაბამისობის შეფასება რეგლამენტის III დანართით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასების და ვერიფიკაციის სისტემის შესაბამისად.

2.სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს მწარმოებლისთვის გამჭვირვალედ, პროპორციულად და ეკონომიკური ოპერატორებისათვის არასასურველი ბარიერების შექმნის გარეშე. შესაბამისობის შემფასებელი პირები ვალდებულნი არიან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა დაგეგმილი სამუშაოების მოცულობის, საქმიანობის სფეროს, პროდუქტის ტექნოლოგიის სირთულის ხარისხისა და წარმოების პროცესის მოცულობის ან წარმოების სერიულობის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული პროცესებისას შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, გაითვალისწინოს ამ რეგლამენტით პროდუქტისთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების სირთულე და პროდუქტის როლი სამშენებლო ობიექტებისათვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაში.

3.იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი საწარმოს და პროდუქტის წარმოების პროცესის თავდაპირველი ინსპექტირებისას აღმოაჩენს, რომ მწარმოებელს არ აქვს უზრუნველყოფილი წარმოებული პროდუქტის თვისებების უცვლელობა, იგი ვალდებულია, არ გასცეს სერტიფიკატი და მწარმოებელს მოსთხოვოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომების გატარება. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი, წარმოებული პროდუქტის თვისებების უცვლელობის ვერიფიკაციის მიზნით განხორციელებული მონიტორინგის პროცესში, დაადგენს, რომ სამშენებლო პროდუქტის თვისებები აღარ შეესაბამება დამტკიცებული პროდუქტის ტიპის თვისებებს, ვალდებულია, მწარმოებელს მოსთხოვოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომების გატარება და აუცილებლობის შემთხვევაში გააუქმოს გაცემული სერტიფიკატი ან შეაჩეროს მისი მოქმედება.

4.იმ შემთხვევაში, თუ მაკორექტირებელი ზომები არ არის განხორციელებული ან გატარებულ ღონისძიებებს არ აქვთ შესაბამისი ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შესაბამის შემთხვევებში შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს ნებისმიერი გაცემული სერტიფიკატი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6879013⁶14020 (დ…21 (დ…18 (დ…121629923 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…ენერგოეტიკეტირების შეს…განსაკუთრებული მნიშვნე…სამშენებლო საქმიანობის…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა