პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 11. ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში, აგრეთვე იმ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ არ გამოვლინდეს.

2.გაფრთხილება არ ათავისუფლებს პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისაგან.

3.მწარმოებელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ითვალისწინებდეს პროდუქტის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს: ა) გააანალიზოს რისკი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტმა; ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რისკის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, გააფრთხილოს მომხმარებელი და გამოითხოვოს პროდუქტი მომხმარებლისაგან და ბაზრიდან.

4.მწარმოებელმა დისტრიბუტორს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დისტრიბუტორმა შეძლოს ამ ინფორმაციის მესამე პირისათვის მიწოდება.

5.თუ მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა იციან ან მათ ხელთ არსებული ინფორმაციისა და პროფესიული ცოდნის საფუძველზე უნდა სცოდნოდათ, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შეიცავს რისკს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს და უნდა მიაწოდონ მას შემდეგი ინფორმაცია: ა) მონაცემები პროდუქტის ან მისი პარტიის/ჯგუფის ზუსტი იდენტიფიცირებისათვის; ბ) სრული ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს პროდუქტი; გ) სრული ინფორმაცია, რომელიც იძლევა პროდუქტის მიკვლევადობის საშუალებას; დ) იმ ღონისძიებების აღწერა, რომლებიც საჭიროა რისკის თავიდან ასაცილებლად.

6.მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფს ბაზარზე მათ მიერ მიწოდებული პროდუქტით გამოწვეული რისკის თავიდან აცილებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 25 მაი. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91261118¹13 (დ…25 (დ…12 (დ…589611
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…ენერგოეტიკეტირების შეს…შრომის უსაფრთხოების შე…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა