Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 12

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 12. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, რაც მას სწორი არჩევნის შესაძლებლობას მისცემს.

2.მომხმარებელს პროდუქტის შესახებ უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) პროდუქტის დასახელება და სახე; ბ) პროდუქტის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქტი; გ) შესაბამის შემთხვევაში − იმ პროდუქტის ვარგისობის ვადა (პროდუქტის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება; დ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის წონა ან/და მოცულობა; ე) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა; ვ) შესაბამის შემთხვევაში − პროდუქტის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები; ზ) მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ დათქმის შემთხვევაში − საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები; თ) პროდუქტის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე.

4.თუ საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადგენილია დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები, მოქმედებს შესაბამისი აქტის მოთხოვნები.

5.მწარმოებელს/დისტრიბუტორს უფლება აქვს, თავისი სამეწარმეო მიზნებისათვის მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლით.

6.თუ მწარმოებელი პროდუქტს გარანტიით ყიდის, იგი ვალდებულია დაიცვას გარანტიის პირობები, ხოლო მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გარანტიის პირობების შესრულება. პროდუქტზე გარანტია არ ათავისუფლებს პირს ზიანის მიყენებისათვის ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.

7.ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე პროდუქტის შემადგენელ ნაწილებზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2020 – 1 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

  2. 3 ივნ. 2019 – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

  3. 7 ნოე. 2018 – 3 ივნ. 2019 ტექსტი უცნობია

  4. 1 ივლ. 2017 – 7 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

  5. 4 იან. 2016 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11¹შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 11ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება
  • 9ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 5მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულება
  • 10მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 7საქონლის მიწოდება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)დისტრიბუტორის ვალდებულებები
  • 10 (დანართი 1)მწარმოებლის ვალდებულებები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 5მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • 6დილერის ვალდებულებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11913 (დ…10 (დ…5461055107412
მნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…პროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…ელექტრონული კომერციის …ენერგოეტიკეტირების შეს…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026