პროკურატურის შესახებ

მუხლი 12. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები.

2.თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

3.თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

4.თბილისის პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

5.თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

6.თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომლებისათვის.

7.თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები. 2. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 4. თბილისის პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 5. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 6. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომლებისათვის. 7. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
216533728077131015211119512
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სისხლის სა…ადგილობრივი თვითმმართვ…სამხედრო პროკურატურის …ოპერატიულ-სამძებრო საქ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა