პროკურატურის შესახებ

მუხლი 36. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსებად და მათ მოადგილეებად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებად და მათ მოადგილეებად, თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება შესაძლებელია, თუ პირს აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2.გენერალური პროკურატურის სამმართველოების უფროსებად და მათ მოადგილეებად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსებად და მათ მოადგილეებად, საგამოძიებო ნაწილის უფროსებად და მათ მოადგილეებად, რაიონული პროკურორების მოადგილეებად პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება შესაძლებელია, თუ პირს აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები.

4.პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების წესს და კრიტერიუმებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების უფროსებად და მათ მოადგილეებად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებად და მათ მოადგილეებად, თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება შესაძლებელია, თუ პირს აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 2. გენერალური პროკურატურის სამმართველოების უფროსებად და მათ მოადგილეებად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსებად და მათ მოადგილეებად, საგამოძიებო ნაწილის უფროსებად და მათ მოადგილეებად, რაიონული პროკურორების მოადგილეებად პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურება შესაძლებელია, თუ პირს აქვს პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. 3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები. 4. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დაწინაურების წესს და კრიტერიუმებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1016¹11¹⁶9657¹ (დ…333438161118636
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსახელმწიფო პენსიის/საპ…სახელმწიფო კომპენსაციი…სამხედრო პროკურატურის …საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა