Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 168

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 168. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

2.საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების შესრულებას ზედამხედველობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

4.საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. სხდომაზე მოწვეულ საქართველოს გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. ამასთანავე, გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს არ შეიძლება დაესვას კითხვა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5.გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ვალდებულია ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა. საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტის დადგენილების მიღების შემთხვევაში პარლამენტი ამ დადგენილებით აფასებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების შესრულებას ზედამხედველობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 4. საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. სხდომაზე მოწვეულ საქართველოს გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. ამასთანავე, გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს არ შეიძლება დაესვას კითხვა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 5. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ვალდებულია ანგარიში მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 167შემდეგი მუხლი 169

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 164პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის საკითხთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის ანგარიში
  • 167საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიში
  • 158ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა

პროკურატურის შესახებ

  • 68საპარლამენტო კონტროლი
  • 15გენერალური პროკურორი
  • 16გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმები და წესი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 48სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მონაცემების დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 22

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 10ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 10მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 13კომისიის ანგარიში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
136522681516104810164167158168
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს პარლამენტი…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სახალხო და…უცხოეთის აგენტების რეგ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026