პროკურატურის შესახებ

მუხლი 77. დისციპლინური წარმოება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილიმზია კიკვაძე

1.პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია (შემდგომ − გენერალური ინსპექცია) ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.

2.გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე.

3.სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია პროკურატურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ.

4.სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს პროკურატურის თანამშრომელი ან ნებისმიერი პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება შესამოწმებელი ფაქტის ირგვლივ; ბ) განუმარტოს პირს მისი უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე; გ) გამოითხოვოს საკითხის შესასწავლად საჭირო ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია; დ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაცია სპეციალისტისგან; ე) შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე; ვ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

5.დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე წარედგინება გენერალურ პროკურორს.

6.გენერალური პროკურორი პროკურატურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე დასკვნას განსახილველად გადასცემს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს.

7.პროკურატურის თანამშრომელი, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, უფლებამოსილია ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს საბჭოს სხდომას.

8.საბჭოს გადაწყვეტილებით და დამსწრე პირთა თანხმობით შესაძლებელია საბჭოს სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა.

9.საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან.

10.საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, წარედგინება გენერალურ პროკურორს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია (შემდგომ − გენერალური ინსპექცია) ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას. 2. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე. 3. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია პროკურატურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ. 4. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს პროკურატურის თანამშრომელი ან ნებისმიერი პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება შესამოწმებელი ფაქტის ირგვლივ; ბ) განუმარტოს პირს მისი უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე; გ) გამოითხოვოს საკითხის შესასწავლად საჭირო ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია; დ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაცია სპეციალისტისგან; ე) შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე; ვ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 5. დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე წარედგინება გენერალურ პროკურორს. 6. გენერალური პროკურორი პროკურატურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე დასკვნას განსახილველად გადასცემს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს. 7. პროკურატურის თანამშრომელი, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, უფლებამოსილია ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს საბჭოს სხდომას. 8. საბჭოს გადაწყვეტილებით და დამსწრე პირთა თანხმობით შესაძლებელია საბჭოს სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა. 9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. 10. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, წარედგინება გენერალურ პროკურორს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁴14³³11²¹75⁷575089949376584377
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სახელმწიფო…საჯარო სამსახურის შესა…დანაშაულის პრევენციის,…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა