Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 87

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 87. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

2.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო.

3.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ ფრაქციების წარმომადგენლები ან/და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.

4.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.

5.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 14 დღის ვადაში განიხილავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტთან  დაკავშირებულ მასალებს.

6.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით მართავს შეხვედრებს.

7.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

8.მოსახლეობის ინფორმირების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტის  არსის  შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, აგრეთვე რიგდება შეხვედრების დროს.

9.საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე მოქალაქეთა მოსაზრებების დაფიქსირება ხდება ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმში და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი  მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.

წინა მუხლი 86შემდეგი მუხლი 88

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 88აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
  • 85უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი
  • 71კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 109აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
  • 110აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა
  • 91კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 121საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 15აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი
  • 9კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი
  • 6უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 20¹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 9ერთობლივი ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹988857110911091159612187
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026