Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 22

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 22. უსკოს უფლებამოსილება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უსკო : ა ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე , აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას , ასევე საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და მის განხორციელებას ; ბ ) გამონაკლის შემთხვევაში , თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება / ვადების დაცვა , უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების / გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები ; აუცილებლობის შემთხვევაში , ამ კანონის შესაბამისად , საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე ; გ ) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში , ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად , განკარგულებით , რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით , შექმნას სპეციალური ჯგუფი , განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა ; დ ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს ; ე ) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად , განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან / და აზუსტებს მათ საზღვრებს ; ვ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას ; ზ ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას , უფლებამოსილია განკარგულებით , რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით , ამ კომისიას უფლებამოსილება შეუწყვიტოს და შექმნას დროებითი ჯგუფი , რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება ; თ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების / საჩივრის საფუძველზე , ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების , მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების / ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ . საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში უსკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას , რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე , და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცესზე ; ი) თუ ერთდროულად არ ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აწარმოებს საარჩევნო კომისიის შემდეგ წევრთა შესახებ მონაცემების ბაზას : რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან ; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის ; კ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ნაწილის ( გვარი , სახელი ; ფოტოსურათი ; დაბადების თარიღი ; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი ; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის , საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის , რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი ; ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი ) უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებ ისთვის ; ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე , საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების (პარტიული სიებით) შედეგებს , რის თაობაზედაც დგება უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი ; მ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის შედეგების კომპიუტერულ დამუშავებასა და დაუყოვნებლივ განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე , ხოლო ამ პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებასაც ; ნ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და გავრცელებას ; ო) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას , პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს ; პ) უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალს ; ჟ) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების , დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების , მედიის წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის , საარჩევნო რეგისტრაციის / აკრედიტაციის ჩატარების , პარტიების / საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები , აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან ( გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა ) დაკავშირებული საკითხები ; რ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა / მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს ; ს) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ; ტ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ფორმებს ; უმაღლესი საბჭოს არჩევნების ბიულეტენების ტექსტებს ; საარჩევნო ყუთების , საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს ; ამ კანონით განუსაზღვრელი , მაგრამ არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს ; უ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას ; ფ) განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და მათი საწვავით უზრუნველყოფის წესს ; ქ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ; ღ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს ; ყ) განკარგულებით, უსკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს უსკოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას ; შ) განკარგულებით ნიშნავს ხელახალ არჩევნებს , განმეორებით კენჭისყრას ; ჩ) განკარგულებით ირჩევს უსკოს წარმომადგენლებს , განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებ ებს ; ც ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირს , აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას , სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას , სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს ; ძ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს ; წ) დადგენილებით განსაზღვრავს უსკოს წევრების შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს ; ჭ) დადგენილებით განსაზღვრავს კენჭისყრის პროცედურებს ; ხ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესს ; ჯ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციისა და მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესს ; ჰ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში უსკოს სხდომებზე დასწრებისა და უსკოს სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესს ; ჰ 1 ) დადგენილებით იღებს უსკოს აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულებ ა ს ; ჰ 2 ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს ; ჰ 3 ) დადგენილებით იღებს უსკოს რეგლამენტს; ჰ 4 ) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს ; ჰ 5 ) ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე , რომელსაც წარუდგენს ანგარიშს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში ; ჰ 6 ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს სტრუქტურას , ბეჭდის სახეს და ლოგოს ; ჰ 7 ) საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში უსკო ცნობად იღებს ცესკოს ან / და ამ კანონის მე -1 2 მუხლის მე - 2 და მე - 3 პუნქტებით გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული პროცედურების შესაბამისად , უმაღლესი საბჭოს არჩევნების ნაწილში გამოუსადეგარი , ვადაგასული საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების შესახებ მიღებულ აქტს ; ჰ 8 ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

2.უ სკოს ყველა დადგენილება ქვეყნდება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც . უ სკოს განკარგულება , რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “, „ დ “, „ ზ “, „ თ “, „ შ “ და „ ც “ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს , ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში .

3.უ სკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უ სკოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ , ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც .

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 12უსკოს სტატუსი
  • 23უსკოს
  • 64არჩევნების

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 17ცესკოს უფლებამოსილება
  • 29საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 25უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილებები
  • 141უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 19უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 20უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 17უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

  • 3¹აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2017133¹251411917291612236422
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026