Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 25

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 25. უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი შემადგენლობით იქმნება უმაღლესი საბჭოს ბიურო.

2.უმაღლესი საბჭოს ბიურო რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს. უზრუნველყოფს კანონის, დადგენილების, რეზოლუციის, მიმართვის, უმაღლესი საბჭოს მიერ მისაღები სხვა აქტის პროექტის, აგრეთვე კომიტეტის, დროებითი კომისიის დასკვნების საფუძველზე საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს, კომიტეტებისა და დროებითი კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს; გ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული ან/და გამარტივებული წესით განხილვის შესახებ; დ) განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებისა და სხვა თანამდებობის პირთა თანამდებობაზე განწესების თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს; ე) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, დროებით კომისიებში და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ვ) ამტკიცებს კომიტეტების და დროებითი კომისიების დებულებებს; ზ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; ი) უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში წარგზავნილი უმაღლესი საბჭოს დელეგაციების ანგარიშების მოსმენას უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე; კ) (ამოღებულია - 19.12.2024, №14-Iს); ლ) ამტკიცებს ბიუროს მუშაობის რეგლამენტს; მ) (ამოღებულია - 05.09.2023, №80-Iს); ნ) რეგლამენტით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხის ოდენობას; ო) (ამოღებულია - 19.12.2024, №14-Iს); პ) იღებს გადაწყვეტილებებს უმაღლესი საბჭოს და მისი მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე; ჟ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ლოგოს და მისი გამოყენების წესს; რ) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას; ს) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დელეგაციების საზღვარგარეთ მივლინებაში წარგზავნის წესს; ს 1 ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას; ტ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №17-რს. - ვებგვერდი, 25.12.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის რეგლამენტი №67-Iს. - ვებგვერდი, 19.12.2022წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის რეგლამენტი №80-Iს - ვებგვერდი, 08.09.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №93-IIს - ვებგვერდი, 21.06.2024წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი შემადგენლობით   იქმნება უმაღლესი საბჭოს ბიურო. 2. უმაღლესი საბჭოს ბიურო რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს. უზრუნველყოფს კანონის, დადგენილების, რეზოლუციის, მიმართვის, უმაღლესი საბჭოს მიერ მისაღები სხვა აქტის პროექტის, აგრეთვე კომიტეტის, დროებითი კომისიის დასკვნების საფუძველზე საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს, კომიტეტებისა და დროებითი კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს; გ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული ან/და გამარტივებული წესით განხილვის შესახებ; დ) განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებისა და სხვა თანამდებობის პირთა თანამდებობაზე განწესების თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს; ე) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, დროებით კომისიებში და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ვ) ამტკიცებს კომიტეტების და დროებითი კომისიების დებულებებს; ზ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; ი)  უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში წარგზავნილი უმაღლესი საბჭოს დელეგაციების ანგარიშების მოსმენას უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე; კ) (ამოღებულია - 19.12.2024, №14-Iს); ლ) ამტკიცებს ბიუროს მუშაობის რეგლამენტს; მ) (ამოღებულია - 05.09.2023, №80-Iს); ნ) რეგლამენტით დადგენილი წესით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხის ოდენობას; ო) (ამოღებულია - 19.12.2024, №14-Iს); პ) იღებს გადაწყვეტილებებს უმაღლესი საბჭოს და მისი მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე; ჟ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ლოგოს და მისი გამოყენების წესს; რ) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას; ს) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრებისა და უმაღლესი საბჭოს დელეგაციების საზღვარგარეთ მივლინებაში წარგზავნის წესს; ს 1 ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას; ტ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №17-რს. - ვებგვერდი, 25.12.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 15 დეკემბრის რეგლამენტი №67-Iს. - ვებგვერდი, 19.12.2022წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის რეგლამენტი №80-Iს - ვებგვერდი, 08.09.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 20 ივნისის რეგლამენტი №93-IIს - ვებგვერდი, 21.06.2024წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 19 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 დეკ. 2024
  2. 21 ივნ. 2024
  3. 8 სექ. 2023
  4. 19 დეკ. 2022
  5. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • 5 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2024
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 157

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 19უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 9უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 38კომიტეტის უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 8 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს სტატუსი
  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
  • 17 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 119უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება
  • 31კომიტეტის უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 22უსკოს უფლებამოსილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 3უმაღლესი საბჭოს სტატუსი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

  • 3

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8 (და…12 (დ…17 (დ…131193131571993832225
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026