Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 75

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 75. პლენარული სხდომის დღის წესრიგი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.უმაღლესი საბჭოს ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს.

2.უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული  რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი.

3.ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, უფლება აქვს, პლენარული სხდომის დღის პირველ ნახევარში, რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ინიციირებული კანონის ან უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ან უმაღლესი საბჭოს სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის გამოყოფა. უმაღლესი საბჭოს ბიურო ვალდებულია საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეიტანოს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტში მითითებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა, საკითხის რიგგარეშე განხილვა, ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა.

5.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით შეიძლება უმაღლესმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება დამტკიცებული დღის წესრიგის ფარგლებში საკითხების თანამიმდევრობის შეცვლის ან საკითხის რიგგარეშე განხილვის შესახებ.

6.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს წევრს ეძლევა თითოეულს 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.

7.თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საჭოს წევრი, ფრაქცია, მოითხოვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების დღის წესრიგში საკითხის შეტანას ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებას, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის შეუტანლობის ან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

8.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება.

წინა მუხლი 74შემდეგი მუხლი 76

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 26უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 27უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 60პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 85პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 29პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
  • 86პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 13უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 5უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, კომიტეტები და ფრაქციები
  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
136061792676275485298675
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026