Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 85

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 85. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს: ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს. კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ; ბ) უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მოსამზადებლად. ამის შემდეგ კანონპროექტს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას; გ) უმაღლესი საბჭოს ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; დ) წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; ე) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად; ვ) პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად, ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით; ზ) წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; თ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად; ი) მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს მიერ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და გადასცემს მას უმაღლესი საბჭოს ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; კ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად; ლ) მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

2.კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე  პირველი მოსმენით მიღებამდე.

3.უმაღლესი საბჭოს ორი ან მეტი წევრის მიერ კანონპროექტის ინიცირების შემთხვევაში, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება, კანონპროექტის ინიციატორი უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4.უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ და განხილვის პროცესში მყოფ კანონპროექტებზე, იმ შემთხვევაში თუ ისინი პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები, რომლებიც პირველი მოსმენით არ არის მიღებული, გათხოვნილად ითვლება.

5.კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.

6.კომიტეტი ვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე. ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს: ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს. კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს მის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ; ბ)  უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მოსამზადებლად. ამის შემდეგ კანონპროექტს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის პარასკევამდე;სხდომას; გ) უმაღლესი საბჭოს ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს; დ) წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; ე) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად; ვ) პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად, ქვეპუნქტების, პუნქტების, მუხლების ან/და თავების მიხედვით; ზ) წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; თ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად; ი) მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს მიერ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და გადასცემს მას უმაღლესი საბჭოს ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად; კ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად; ლ) მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. 2. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე  პირველი მოსმენით მიღებამდე. 3. უმაღლესი საბჭოს ორი ან მეტი წევრის მიერ კანონპროექტის ინიცირების შემთხვევაში, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გათხოვილად ჩაითვლება, კანონპროექტის ინიციატორი უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 4. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ და განხილვის პროცესში მყოფ კანონპროექტებზე, იმ შემთხვევაში თუ ისინი პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები, რომლებიც პირველი მოსმენით არ არის მიღებული, გათხოვნილად ითვლება. 5. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში. 6. კომიტეტი ვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე. ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
წინა მუხლი 84შემდეგი მუხლი 86

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-12
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 86

მიუთითებენ მასზე

მუხლი 86

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 91კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები
  • 86კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
  • 94კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 71კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 72კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის
  • 76კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 96კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 97კანონპროექტის განსახილველად მიღება და საკომიტეტო მოსმენისთვის მომზადება
  • 102კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 18კანონშემოქმედება და გადაწყვეტილებების მიღების წესი
  • 19კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 20¹აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181920¹717276869194969710285
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026