Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზემუხლი 11

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 11. სატენდერო დოკუმენტაცია

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2002 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026
თემები:თავდაცვის შესყიდვებისტარტაპის იურიდიული მომსახურებაკინო და ტელევიზიასამთავრობო ქმედებებიპატენტის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების, დამტკიცების, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის და პრეტენდენტის მიერ მისი მიღების წესი განისაზღვრება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლითა და ამ დებულებით.

2.სატენდერო დოკუმენტაცია წარმოადგენს დოკუმენტთა პაკეტს, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე და შედგენილ უნდა იქნეს ამ დებულების № 1 დანართის მიხედვით.

3.პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ (მოსაკრებლის არსებობის შემთხვევაში) სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო კომისიამ უნდა შეარჩიოს პრეტენდენტებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის ისეთი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მის უმოკლეს დროში მიღებას. პრეტენდენტების მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის და პრეტენდენტებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი უნდა დასრულდეს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ვადებში. ამასთანავე, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგების გაგზავნის დღიდან.

4.სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) ამ დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად შედგენილ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების ფორმას; ბ) პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შედგენისა და წარდგენის წესს; გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერას, მათ შორის შესაბამის სტანდარტებს, ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის ალტერნატიულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურეობის გაწევის სავალდებულო ან სასურველი ვადების და ადგილის, სახელმწიფო შესყიდვის შესრულების პროცესში დამატებითი მომსახურების გაწევის საჭიროების ან მისი აუცილებლობის წარმოქმნის შესაძლებლობის შესახებ (ასეთი მომსახურების აღწერის ჩათვლით) და სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებასაც შემსყიდველი ორგანიზაცია ჩათვლის საჭიროდ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით; ე) მოთხოვნას წარმოსადგენ ნიმუშებზე, მათ რაოდენობასა და ტიპზე; ვ) მოთხოვნას შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დადასტურების შესახებ, აგრეთვე იმ სპეციალური ტესტებისა და მეთოდების აღწერას, რომლებიც გამოყენებულ იქნება საქონლის ხარისხის დადგენისას, მშენებლობის შემთხვევაში – მისი ტექნიკური პარამეტრების სატენდერო დოკუმენტაციას მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას, ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვისას აუცილებლობის შემთხვევაში შეფასების ძირითადი პარამეტრების მოთხოვნილ დონესთან შესაბამისობის დასადგენად გამოყენებულ მეთოდებს; ზ) სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშების წესს, იმის მითითებით, საქონლის, სამუშაოების მომსახურების ღირებულების გარდა უნდა შეიცავდეს თუ არა იგი სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); თ) მითითებას იმ კონვერტირებადი ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ფასი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებების ფასის გაანგარიშება დაშვებელია სხვადასხვა ვალუტაში – მითითებას მათი სავალუტო კურსის თაობაზე ეროვნული ვალუტის მიმართ; ი) მითითებას იმის შესახებ, ქართული ენის გარდა, თუ რა ენაზე შეიძლება სატენდერო წინადადებების წარდგენა; კ) სატენდერო წინადადებების წარდგენისა ვადასა და ადგილს; ლ) მითითებას იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ალტერნატიული წინადადებების ან შესყიდვის ობიექტის მხოლოდ რომელიმე ნაწილთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა (ამ ნაწილის აღწერის ან/და მოცულობის მითითების ჩათვლით); მ) მითითებას პრეტენდენტების მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ, შესაბამისი პროცედურების აღწერას, შემსყიდველი ორგანიზაციის იმ თანამშრომელთა ვინაობას და საკონტაქტო კოორდინატებს, რომელთაც უფლება აქვთ იქონიონ კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, ინფორმაციას იმის შესახებ, აპირებს თუ არა შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე პრეტენდენტების საერთო კრების ჩატარებას ან/და სახელმწიფო შესყიდვის შესრულების ადგილის დათვალიერებისათვის მათ მოწვევას, კრების ჩატარების (დათვალიერების) ადგილისა და თარიღის მითითებით; ნ) მოთხოვნას სატენდერო წინადადებების მოქმედების მინიმალური ვადის თაობაზე. ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტენდერის ხანგრძლივობა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და ამ პროცესში შესაძლო დაბრკოლებები; ო) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის (გარანტიის), სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტირების, შესყიდვის ობიექტის და ხელშეკრულების შესრულების ცალკეული ეტაპების დაზღვევის თაობაზე, წარმოსადგენი გარანტიების ღირებულების ოდენობისა და ფორმის, დაზღვევის პირობების ჩათვლით; პ) მითითებას იმ დამატებით ვალდებულებებზე, რომლებიც უნდა იკისროს მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების გარდა (მაგალითად, ტექნოლოგიის გადაცემა, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების გადაცემა, სპეციალისტების ტრენინგი და სხვა); ჟ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძირითადი პირობების შესახებ; რ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებათა გახსნის თარიღის, ადგილისა და წესის შესახებ; ს) სატენდერო წინადადებების შეფასებისათვის, დადგენილი კრიტერიუმების, მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების და შეფასების წესის შესახებ; ტ) მითითებას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ტენდერის შედეგად რამდენიმე გამარჯვებულის გამოვლენა, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ცალკეული ნაწილების (ელემენტების) შესრულების უფლება; უ) მითითებას ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დაწესებული პრეფერენციული შეღავათისა და ამ დებულებით განსაზღვრული მისი გამოყენების წესის შესახებ; ფ) მითითებას პრეტენდენტების უფლებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სატენდერო წინადადების გატანასთან, მასში ცვლილებების შეტანასთან, წარმოდგენილი გარანტიების და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნებასთან, წარმოქმნილი პრეტენზიების გასაჩივრებასთან; ქ) მითითებას შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შემთხვევაში, შეწყვიტოს ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის განხორციელება ან უარყოს ყველა სატენდერო წინადადება; ღ) ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც შეიძლება გააჩნდეს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო წინადადებების მიმართ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.

5.პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დამთავრებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსს.

6.პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებიდან 30 კალენდარულ დღეს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 დეკ. 2026 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 18 მაი. 2005

    Modifies rules governing tender documentation, including central procuring entity roles and potential delegation of authority.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტენდერის გასაჩივრება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პრე-სიდ რაუნდის დოკუმენტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფილმის პროდუქციის კონტრაქტები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საპატენტო წარმოებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2002-05-25 · №4

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2005-05-18
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

სახელმწიფო შესყიდვ… 12მუხლი 12მუხლი 13

მიუთითებენ მასზე

მუხლი 37მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 15პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენისა და გახსნის წესი
  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
  • 16სატენდერო წინადადებების შერჩევა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20⁷კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადება და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია
  • 12¹ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია
  • 15¹ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 18კონცესიონერის შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია, შერჩევის კრიტერიუმები, შესარჩევი კომისია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 15სატენდერო შეთავაზება
  • 15¹სავალდებულო სატენდერო შეთავაზება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 9ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 25ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
915251220⁷12¹15¹12133791528161811
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო და კერძო თანამშ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…სამეწარმეო საქმიანობის…ლიცენზიებისა და ნებართ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო