Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებმუხლი 18 (დანართი 1)

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 18 (დანართი 1). ავტოსადგომები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ავტოსადგომების მოწყობა დასაშვებია ამ ძირითადი დებულებების მე-6-მე-17 მუხლებით განსაზღვრულ ყველა ქვეზონაში, თუ ის მისი მდებარეობის, მოცულობისა და ფუნქციური დანიშნულებით არ ეწინააღმდეგება ქვეზონის თავისებურებას ან/და სამეზობლო ინტერესების დაცვის პრინციპს.

2.საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში (შზ-4) ავტოსადგომების მოწყობა შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ იმ აუცილებელი საჭიროებებისათვის, რომელიც გამოწვეულია ამ ქვეზონაში დასაშვები გამოყენების სახეობების ფუნქციონირებით, ამ წესით დადგენილი წინაპირობების გათვალისწინებით.

3.მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მინიმუმ 1 ავტოსადგომი: ა) საცხოვრებელი ფუნქციებისთვის – ყოველ 100 მ 2 -ზე; ბ) სამაყურებლო დარბაზისათვის – ყოველ 15 ერთეულ ადგილზე; გ) სასტუმროსა და ადმინისტრაციული ობიექტებისათვის – ყოველ 150 მ 2 -ზე; დ) სავაჭრო ცენტრებისათვის – ყოველ 60 მ 2 -ზე; ე) კაფე და რესტორნისათვის – ყოველ 30 მ 2 -ზე; ვ) სამედიცინო ობიექტებისათვის – ყოველ 50 მ 2 -ზე; ზ) სასაფლაოებისათვის – ყოველ 500 მ 2- ზე, მაგრამ არანაკლებ 30 ადგილისა; თ) პარკები/სკვერები და სხვა მსგავსი საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისათვის – ყოველ 60 მ 2 -ზე.

4.უპირატესობა ენიჭება მიწისქვეშა ავტოსადგომებს. შესაძლებლობის შემთხვევაში მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა სავალდებულოა.

5.განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით, ქალაქთმშენებლობითი საჭიროების საფუძველზე, შესაძლებელია შენობიდან გამოიყოს ისეთი არასრული სართული ან/და არასრული სართულის ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ ავტოსადგომებისთვის. ასეთ სართულებს შეიძლება ასევე მიეკუთვნებოდეს ზედა სართულები.

6.განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით შეიძლება დადგინდეს, რომ კონკრეტულ ზონაში დაუშვებელია ან შეზღუდულია ავტოსადგომების მოწყობა.

7.წინამდებარე მუხლით განსაზღვრული ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობის მოთხოვნა არ ვრცელდება: ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ I კლასის ობიექტებზე; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში; გ) განსაკუთრებული რეგულირების ზონის ტერიტორიაზე დამტკიცებული განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით განსაზღვრულ შემთხვევაში.

8.თუ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილია შერეული ფუნქციის ობიექტები ან მისი ნაწილები, ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეული ფუნქციისათვის განსაზღვრული რაოდენობების ჯამს.

9.ამ მუხლით განსაზღვრული აუცილებელი ავტოსადგომი უნდა განთავსდეს სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

10.მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებში აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი რეკონსტრუქცია ან/და ფუნქციის ცვლილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტოსადგომების მშენებლობა განხორციელდება რელიეფის (მიწის ქვეშა ავტოსადგომები) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამოყენებით და ამით ხელი არ შეეშლება მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი მიზნებით გამოყენებას.

11.ავტოსადგომების რეგულირებასთან დაკავშირებული გამონაკლისები ან /და დამატებითი პირობები დგინდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით.

12.ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა მოიცავდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შემუშავებულ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას, საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით, მათ შორის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემასა და გეგმარებაში (არსებობის შემთხვევაში) საკადასტრო საზღვრის მიმდებარედ გათვალისწინებული ტროტუარების სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1.5 მეტრს, ხოლო საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, მრავალფუნქციური კომპლექსის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი ობიექტის განთავსებისას – 2.5 მეტრს. ამასთანავე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების შემთხვევაში, ორმხრივი მოძრაობისას გზის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5.5 მეტრს, ხოლო ცალმხრივი მოძრაობის შემთხვევაში – არანაკლებ 3.5 მეტრს. საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, მრავალფუნქციური კომპლექსის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი ობიექტის განთავსებისას ორმხრივი მოძრაობის შემთხვევაში გზის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6.0 მეტრს, ხოლო ცალმხრივი მოძრაობის შემთხვევაში – არანაკლებ 3.5 მეტრს. აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ინდივიდუალურად გამიჯნულ მიწის ნაკვეთებზე, სადაც სამშენებლო განვითარება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №403 - ვებგვერდი, 17.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №372 - ვებგვერდი, 29.10.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 ივნ. 2019 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 17 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 19 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქვედანაყოფის დამტკიცება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 დეკ. 2025 · №4

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 19 (დანართი 1)სხვა ობიექტები და სივრცეები
  • 2 (დანართი 1)ტერმინთა განმარტებები
  • 20 (დანართი 1)გამოყენების სახეობის დასაშვებობის ზოგადი პირობები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 76მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომის მოწყობა
  • 92სამშენებლოდ განკუთვნილ ფუნქციურ ქვეზონაში შენობა-ნაგებობის განთავსება
  • 67განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარე მიწის ნაკვეთი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 31სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა
  • 36მოძრაობა საცხოვრებელ ზონაში

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 44ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში მოქმედი სპეციალური წესები
  • 37გაჩერება და დგომა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 55სამშენებლო მოედანი და მშენებლობის პროცესის უსაფრთხოება

საავტომობილო გზების შესახებ

  • 22საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31362244377692675519 (დ…2 (და…20 (დ…18 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…განსაკუთრებული მნიშვნე…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 დეკ. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026