საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 44. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში მოქმედი სპეციალური წესები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონაში: ა) ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის მთელ სიგანეზე; ნებადართულია ბავშვების თამაში; ბ) მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით; გ) მძღოლმა ქვეითს არ უნდა შეუქმნას საფრთხე და არ უნდა შეზღუდოს მისი გადაადგილება. აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება; დ) ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა; ე) საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს; ვ) აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომა სპეციალურად გამოყო­ფილი და საგზაო ნიშნებით ან/და მონიშვნებით აღნიშნული ადგილების გარეთ.

2.ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

3.ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.

4.ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ეზოს ტერიტორიაზედაც.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
127125275125243727 (დ…18 (დ…43 (დ…19 (დ…93144
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…ტერიტორიების გამოყენებ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა