Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 103

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 103. საქონლის განკარგვის ღონისძიებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:სავაჭრო ნიშნის დავებისარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიმოძრავი ქონების გამოთხოვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; ბ) საქონლის განადგურება; გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ: ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელი გახდა დადგენილ ვადაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება/საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან გადახდილი არ იქნა იმპორტის გადასახდელი ან/და წარდგენილი არ იქნა გარანტია; ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია; გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გატანილი არ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება; დ) რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა; ე) რომლის მიმართაც საბაჟო პროცედურა განსაზღვრულია და ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადა ამოწურულია, თუ ეს საბაჟო პროცედურა არ დასრულებულა ან სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა, ან რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა; ვ) რომლის საბაჟო საწყობის პროცედურაში შენახვის ვადა ამოიწურა და არ გაგრძელებულა, ან რომლის მიმართაც სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა ან არ განხორციელებულა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება; ზ) რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-8 ნაწილით.

3.საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.

4.დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა; ბ) საქონლის განადგურება.

5.საქონლის განკარგვის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ მის მიმართ ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7006 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანომ საქონლის განკარგვის მიზნით მის მიმართ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; ბ) საქონლის განადგურება; გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები საბაჟო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება იმ საქონლის მიმართ: ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელი გახდა დადგენილ ვადაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება/საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან გადახდილი არ იქნა იმპორტის გადასახდელი ან/და წარდგენილი არ იქნა გარანტია; ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია; გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გატანილი არ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება; დ) რომლის (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა; ე) რომლის მიმართაც საბაჟო პროცედურა განსაზღვრულია და ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადა ამოწურულია, თუ ეს საბაჟო პროცედურა არ დასრულებულა ან სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა, ან რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა; ვ) რომლის საბაჟო საწყობის პროცედურაში შენახვის ვადა ამოიწურა და არ გაგრძელებულა, ან რომლის მიმართაც სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა ან არ განხორციელებულა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება; ზ) რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-8 ნაწილით. 3. საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას. 4. დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით ხორციელდება საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა; ბ) საქონლის განადგურება. 5. საქონლის განკარგვის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ მის მიმართ ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7006 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020

    103-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საქონლის განკარგვის ღონისძიებად სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემაც დაემატა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 102შემდეგი მუხლი 104

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასაქონლო ნიშნის გაპროტესტება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქონების განკარგვის შეზღუდვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჩამორთმეული ქონების ტრანსპორტირება და შენახვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 1 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 164მუხლი 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 116საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები
  • 30საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი
  • 157საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
  • 10საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ
  • 6რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 26სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის წესი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 214საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 238საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა საგადასახადო ორგანოს მიერ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 28იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ

  • 6ქონების განკარგვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2142862623813⁶51061647811630157103
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…სახელმწიფო ქონების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026