ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 6. რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე კობერიძე

1.თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ ეს საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) შესახებ.

2.სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქონლის მფლობელს.

3.საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    შეიძლება თუ არა საკუთარი რისკით საქონლის შემძენი პირი დისტრიბუტორად ჩაითვალოს წერილობითი შეთანხმების გარეშე?

    დავა შეეხებოდა ყოფილი დისტრიბუტორის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასა და ფულადი დავალიანების გადახდას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პარიზის კონვენციის მიზნებისათვის ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ცნება დისტრიბუტორსაც მოიცავს და შეაფასა ნებართვის გარეშე რეგისტრაციის გარემოებები. სასამართლომ დისტრიბუტორის კეთილსინდისიერი მიზანი დაუდასტურებლად მიიჩნია, ხოლო ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №ას-286-20212021-11-1257
    დაუშვებლობა (T5)

    რა წინაპირობების არსებობაა საჭირო საქონლის კონტრაფაქციულად მისაჩნევად?

    მოსარჩელე კომპანია მოითხოვდა სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვასა და სავარაუდოდ კონტრაფაქციული საქონლის განადგურებას. დავა შეეხებოდა დისტრიბუტორისაგან გადაყიდვების შედეგად შეძენილი ორიგინალი საქონლის საქართველოში იმპორტსა და კონტრაფაქციულობის მტკიცებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილ გარემოებებში საქონლის შეძენა და შემდგომი გაყიდვა არ ადასტურებდა სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენებას, ხოლო განადგურების მოთხოვნას აკლდა წინაპირობა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად ცნო და არსებითად განსახილველად არ დაუშვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    მე-6 მუხლის პირველ პუნქტში საგადასახადო კანონმდებლობის მითითება საბაჟო კანონმდებლობით შეიცვალა და დაზუსტდა ფორმულირება სიტყვებით „ეს“, „იმ“ და „შესახებ“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2821421363²⁸7349101175701167876
მითითებამნიშვნელობით ახლოსინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საბაჟო კოდ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სისხლის სა…საქონლის ადგილწარმოშობ…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა