Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 23

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 23. წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ვადაზე ადრე წყვეტს მოქმედებას, თუ: ა) შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა აღნიშნული გადაწყვეტილება; ბ) შეიცვალა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა და ეს ცვლილება აღნიშნული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელს ეხება.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება უქმდება იმავე ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან.

3.საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ვადაზე ადრე წყვეტს მოქმედებას, თუ: ა) შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა აღნიშნული გადაწყვეტილება; ბ) იგი აღარ შეესაბამება „წარმოშობის წესების შესახებ“ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებას.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება მოქმედებას წყვეტს იმავე ნაწილით გათვალისწინებული ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან.

5.სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას არ შეიძლება ჰქონდეს უკუქცევითი ძალა.

6.ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიუხედავად, წინასწარი გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ იგი გამოცემულია არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

7.წინასწარი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად ცხადდება ამ კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, არ შეიძლება წინასწარი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდეს წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე.

8.დაუშვებელია წინასწარ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.

9.საბაჟო ორგანომ უნდა გააუქმოს სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება: ა) თუ იგი, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომ − სეს ესნ) შესაბამისი ნორმის ინტერპრეტაციას. ამ შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ძალაში შედის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან; ბ) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც იგი არ შეესაბამება სეს ესნ-ის შესაბამისი ნორმის ინტერპრეტაციას.

10.საბაჟო ორგანომ უნდა გააუქმოს საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება: ა) თუ იგი არ შეესაბამება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ძალაში შედის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში.

11.ამ მუხლის მე-3, მე-9 და მე-10 ნაწილების შესაბამისად წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს სავალდებულო ხელშეკრულებისთვის, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეფუძნება და რომელიც დადებულია მისი მოქმედების შეწყვეტამდე ან მის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე. ასეთი გადავადება არ ვრცელდება საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოცემულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ.

12.ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული გადავადება არ უნდა აღემატებოდეს წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან 6 თვეს. იმ საქონლისთვის, რომლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას წარდგენილია საქონლის შემოტანასთან ან გატანასთან დაკავშირებული სერტიფიკატი, 6-თვიანი ვადა უნდა შეიცვალოს ამ სერტიფიკატის მოქმედების ვადით.

13.იმისთვის, რომ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელმა ისარგებლოს ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული გადავადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან ან ძალადაკარგულად გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიმართოს საბაჟო ორგანოს განაცხადით. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ საქონლის რაოდენობის შესახებ, რომლისთვისაც მოთხოვნილია ვადის გაგრძელება. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების თაობაზე და ეს აცნობოს წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელს დაყოვნების გარეშე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი ყველა ინფორმაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

14.წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან და წინასწარი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურები და წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 19

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 22წინასწარი გადაწყვეტილება
  • 19აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება
  • 24სხვა ფაქტორების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 47წინასწარი გადაწყვეტილება
  • 129¹საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 115წინასწარი გადაწყვეტილების მოქმედების ვადა, წინასწარი გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 113წინასწარი გადაწყვეტილება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 10პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენა და შეზღუდვების შემოღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 24ნორმატიული აქტის გაუქმება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 8შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება

თავდაცვის კოდექსი

  • 184კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 25ნორმატიული აქტის გაუქმება ​

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2547129¹102481151131918222418423
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სივრცის და…ნარჩენების მართვის კოდ…აჭარის ავტონომიური რეს…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025