Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 201

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 201. საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლისა და, შესაბამის შემთხვევაში, ამ კოდექსის 190-ე მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქონელი, რომელიც: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა იმ პირმა,რომელმაც ეს საქონელი უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებისგან საჩუქრის სახით მიიღო; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა იმ პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შემოდის და ეს საქონელი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისთვის საჩუქრის სახით გადასაცემად შემოაქვს; გ) მეგობრობისა და კეთილი ნების ნიშნად, საჩუქრის სახით გამოგზავნილია უცხო ქვეყნის საზოგადოებრივი ინტერესების განმახორციელებელი ოფიციალური ორგანოს, საჯარო დაწესებულების ან ჯგუფის მიერ და რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ინტერესების განმახორციელებელი ოფიციალური ორგანოსთვის, საჯარო დაწესებულებისთვის ან ჯგუფისთვის არის განკუთვნილი.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან სასმელზე, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გამოიყენება, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) საჩუქრად განკუთვნილი საქონლის შემოტანა არასისტემატურად ხდება; ბ) საჩუქრად განკუთვნილი საქონელი მახასიათებლებით, ღირებულებით ან ოდენობით ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი; გ) საჩუქრად განკუთვნილი საქონელი სამეწარმეო მიზნით არ გამოიყენება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ მუხლისა და, შესაბამის შემთხვევაში, ამ კოდექსის 190-ე მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქონელი, რომელიც: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა იმ პირმა,რომელმაც ეს საქონელი უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებისგან საჩუქრის სახით მიიღო; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა იმ პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შემოდის და ეს საქონელი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისთვის საჩუქრის სახით გადასაცემად შემოაქვს; გ) მეგობრობისა და კეთილი ნების ნიშნად, საჩუქრის სახით გამოგზავნილია უცხო ქვეყნის საზოგადოებრივი ინტერესების განმახორციელებელი ოფიციალური ორგანოს, საჯარო დაწესებულების ან ჯგუფის მიერ და რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ინტერესების განმახორციელებელი ოფიციალური ორგანოსთვის, საჯარო დაწესებულებისთვის ან ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან სასმელზე, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გამოიყენება, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) საჩუქრად განკუთვნილი საქონლის შემოტანა არასისტემატურად ხდება; ბ) საჩუქრად განკუთვნილი საქონელი მახასიათებლებით, ღირებულებით ან ოდენობით ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი; გ) საჩუქრად განკუთვნილი საქონელი სამეწარმეო მიზნით არ გამოიყენება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 200შემდეგი მუხლი 202

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 190

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 202სახელმწიფოს მეთაურის მიერ სარგებლობისთვის ან მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა
  • 182ქორწინების შემთხვევაში საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა
  • 197სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქონლის შემოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 82გადასახადისაგან გათავისუფლება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹⁵ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილით გათვალისწინებული  გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების  წესი და პირობები
  • 86¹ (დანართი 1)აქციზისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 5¹

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • 5შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 13გამონაკლისები ამ კანონის მოქმედებიდან

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 14³საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1014³5¹519982111¹⁵…86¹ (…13190202182197201
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საკონსულო მოსაკრებლის …ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026