Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 182

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 182. ქორწინების შემთხვევაში საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება პირის მიერ მისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთის (განურჩევლად იმისა, ეს საქონელი ახალია თუ არა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, თუ ეს პირი ქორწინების გამო უცხო ქვეყნიდან მუდმივად საცხოვრებლად გადმოდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქორწინების გამო მუდმივად საცხოვრებლად გადმოსული პირის მიერ უცხო ქვეყანაში მცხოვრები პირისგან მიღებული საქორწინო საჩუქარი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. ამასთანავე, თითოეული საჩუქრის ღირებულება 1000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შეასრულა შემდეგი პირობები: ა) იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ ცხოვრობდა სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ეს მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ დადგინდა, რომ პირს განზრახული ჰქონდა ეცხოვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში; ბ) მან წარმოადგინა ქორწინებაში ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა: ა) პირის ქორწინების თარიღამდე არაუადრეს 2 თვისა (ამ შემთხვევაში სავალდებულოა გარანტიის წარმოდგენა, რომლის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ); ბ) პირის ქორწინების თარიღიდან არაუგვიანეს 4 თვისა.

6.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში შეიძლება გაიშვას რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ვადებში.

7.დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა.

8.შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება პირის მიერ მისი კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთის (განურჩევლად იმისა, ეს საქონელი ახალია თუ არა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, თუ ეს პირი ქორწინების გამო უცხო ქვეყნიდან მუდმივად საცხოვრებლად გადმოდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქორწინების გამო მუდმივად საცხოვრებლად გადმოსული პირის მიერ უცხო ქვეყანაში მცხოვრები პირისგან მიღებული საქორწინო საჩუქარი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან. ამასთანავე, თითოეული საჩუქრის ღირებულება 1000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შეასრულა შემდეგი პირობები: ა) იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ ცხოვრობდა სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ეს მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ დადგინდა, რომ პირს განზრახული ჰქონდა ეცხოვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ სულ მცირე უწყვეტი 12 თვის განმავლობაში; ბ) მან წარმოადგინა ქორწინებაში ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან ნაწარმზე, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად შემოტანილ იქნა: ა) პირის ქორწინების თარიღამდე არაუადრეს 2 თვისა (ამ შემთხვევაში სავალდებულოა გარანტიის წარმოდგენა, რომლის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ); ბ) პირის ქორწინების თარიღიდან არაუგვიანეს 4 თვისა. 6. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში შეიძლება გაიშვას რამდენიმე სასაქონლო პარტიად ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ვადებში. 7. დაუშვებელია თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ამ მუხლის შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საქონლის შემოტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. 8. შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ შეღავათით შემოტანილი საქონლის ამ მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება ამ საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 181შემდეგი მუხლი 183

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 181საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა
  • 201საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა
  • 183მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 164¹დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს
  • 196დაბეგვრის ობიექტი

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹⁵ (დანართი 1)საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე  ნაწილით გათვალისწინებული  გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების  წესი და პირობები
  • 75⁵ (დანართი 1)დღგ-ის თანხის დაბრუნება

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

  • 10თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 214საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 9თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21410199164¹1969111¹⁵…75⁵ (…1² (დ…181201183182
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…სამშენებლო პროდუქტების…გადასახადების ადმინისტ…თავისუფალი ინდუსტრიული…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026