Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 197

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 197. სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქონლის შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:საგადასახადო შეღავათი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ მუხლის მე-3−მე-6 ნაწილების გათვალისწინებით, თუ ეს არ გამოიწვევს კონკურენციის წესების ბოროტად გამოყენებას ან დარღვევას, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონელი: ა) პირველადი დანიშნულების საგანი, რომელიც შემოტანილია სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით; ბ) სახელმწიფო ორგანოსთვის, საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ გამოგზავნილი ნებისმიერი საქონელი, რომლის გამომგზავნს არ აქვს სამეწარმეო მიზანი და რომელიც გამოგზავნილია იმ არარეგულარული საქველმოქმედო ღონისძიებისთვის, რომლის მიზანი შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის სახსრების შეგროვებაა; გ) საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ გამოგზავნილი მოწყობილობა ან საკანცელარიო ნივთი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის ფუნქციის შესრულებისთვის ან მისი საქველმოქმედო მიზნისთვის არის საჭირო და რომლის გამომგზავნს არ აქვს სამეწარმეო მიზანი.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის „პირველადი დანიშნულების საგანი“ არის საქონელი, რომელიც აუცილებელია ადამიანის გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილებისთვის, მაგალითად, საკვები, მედიკამენტი, ტანსაცმელი, ლოგინის თეთრეული.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე; ბ) თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე; გ) ყავასა და ჩაიზე; დ) სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანისა.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ორგანიზაციაზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.

5.დაუშვებელია შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმავე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა.

6.თუ ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათები ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით წინასწარ გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი.

7.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას ან რომელსაც განზრახული აქვს, შეღავათით შემოტანილი საქონელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენოს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს.

8.იმ ორგანიზაციის მფლობელობაში დარჩენილი საქონელი, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე.

9.შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე.

წინა მუხლი 196შემდეგი მუხლი 198

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადასახადო შეღავათებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №10

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 199

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 199კატასტროფის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული პირის დასახმარებლად საქონლის შემოტანა
  • 207სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა
  • 201საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 98³უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა
  • 173საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 13გამონაკლისები ამ კანონის მოქმედებიდან

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 9ზოგადი გამონაკლისები

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • 5შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 11¹³ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოტანის გამონაკლისი შემთხვევები

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 32იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26⁹საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლისი შემთხვევები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26⁹11¹³32519998³173131992072019197
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…ინტელექტუალურ საკუთრებ…საჯარო შესყიდვების შეს…საკონსულო მოსაკრებლის …წამლისა და ფარმაცევტულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025