Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 209

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 209. ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოყენებული ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ნებისმიერი სახის ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა, რომელიც განთავსებულია უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველის გადმომყვანი სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და რომელიც მხოლოდ ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოიყენება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ნებისმიერი სახის ქვეშსაგების, ფურაჟის ან ცხოველის სხვა სახის საკვების შემოტანა, რომელიც განთავსებულია უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველის გადმომყვანი სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და რომელიც მხოლოდ ცხოველის ტრანსპორტირებისას გამოიყენება. მუხლი 210. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების ან სპეციალური კონტეინერის ავზში არსებული საწვავისა და სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საპოხი საშუალების შემოტანა 1. ამ მუხლის მე-2−მე-7 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) საწვავი, რომელიც განთავსებულია: ა.ა) კერძო სატრანსპორტო საშუალების ან სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, მოტოციკლის) სტანდარტულ ავზში; ა.ბ) სპეციალური კონტეინერის სტანდარტულ ავზში; ბ) პორტატიულ ავზში განთავსებული საწვავი, რომელიც შემოიტანება კერძო სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, მოტოციკლით), − თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუმეტეს 10 ლიტრი საწვავისა, საწვავის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის: ა) „სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალება“ არის: ა.ა) ნებისმიერი ძრავიანი საგზაო სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის, ტრაქტორი მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე), რომელიც ისეა შექმნილი, რომ, მისი კონსტრუქციის ტიპიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე, შეუძლია ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე გადაიყვანოს 9 კაცზე მეტი (მძღოლის ჩათვლით) ან გადაზიდოს საქონელი; ა.ბ) ამ ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნებისმიერი სპეციალური დანიშნულების საგზაო სატრანსპორტო საშუალება; ბ) „კერძო სატრანსპორტო საშუალება“ არის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა; გ) „სტანდარტული ავზი“ არის: გ.ა) ავზი, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის; გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირის ავზი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მასში განთავსებული აირი გამოყენებულ იქნეს საწვავად, ან სატრანსპორტო საშუალების იმ სისტემაზე დამონტაჟებული ავზი, რომლითაც ეს სატრანსპორტო საშუალებაა აღჭურვილი; გ.გ) ავზი, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა კონტეინერზე და იძლევა შესაძლებლობას ტრანსპორტირებისას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა იმ სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომლითაც სპეციალური კონტეინერია აღჭურვილი; დ) „სპეციალური კონტეინერი“ არის კონტეინერი, რომელზედაც სამაცივრე, ჟანგბადის, თბოიზოლაციის ან სხვა სისტემისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურაა დამონტაჟებული. 3. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, შეზღუდოს სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში ან სპეციალურ კონტეინერში არსებულ საწვავზე ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება − თითო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურ კონტეინერზე ან მგზავრობაზე 200 ლიტრის ოდენობით. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება შემცირდეს ამ მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულებისგან გათავისუფლებული საწვავის ოდენობა: ა) იმ სამეწარმეო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომლითაც ქვეყნის სასაზღვრო ზონაში მცხოვრები პირი ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვას სასაზღვრო ზონაში არაუმეტეს 25 კილომეტრის სიღრმეზე; ბ) იმ კერძო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, რომელიც ქვეყნის სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ პირს ეკუთვნის; გ) კონკრეტული საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოსული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის „სასაზღვრო ზონა“ არის ქვეყნის საზღვრიდან არაუმეტეს 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარე ზონა, თუ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. არ შეიძლება ამ მუხლის პირველი−მე-5 ნაწილების შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საწვავის გამოყენება სხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლითაც იგი იქნა შემოტანილი, აგრეთვე ამ საწვავის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღება და შენახვა, გარდა სატრანსპორტო საშუალებისთვის აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემთხვევისა. ასევე აკრძალულია შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საწვავის სხვა პირისთვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი−მე-5 ნაწილების შესაბამისად შეღავათით შემოტანილი საწვავი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. 8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებაში არსებულ საპოხ საშუალებაზე, რომელიც მოცემული ტრანსპორტირების პერიოდში მისი ნორმალური ექსპლუატაციისთვისაა საჭირო. მუხლი 211. უცხო ქვეყნის ომის მსხვერპლთა მემორიალის, სასაფლაოს ან სამარხის ასაგებად, მოვლა-შენახვისთვის, შესაკეთებლად ან შესამკობად გამოსაყენებელი საქონლის შემოტანა იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაკრძალულ უცხო ქვეყნის ომის მსხვერპლთა მემორიალის, სასაფლაოს ან სამარხის ასაგებად, მოვლა-შენახვისთვის, შესაკეთებლად ან შესამკობად გამოსაყენებელი საქონლის შემოტანა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2022 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 28 დეკ. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2021 – 28 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია

  4. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  5. 4 ივლ. 2019 – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 208შემდეგი მუხლი 210

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 208საქონლის ტრანსპორტირებისას მის შესაფუთად ან დასაცავად გამოსაყენებელი დამხმარე მასალის შემოტანა
  • 196საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე გამოსაყენებელი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანა
  • 188საქართველოში დაფუძნებული პირის მიერ უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული საკუთრებიდან მიღებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 57საქართველოს საბაჟო საზღვარზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი
  • 23სამსახურის უფლებამოსილება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 199გადასახადისაგან გათავისუფლება
  • 172დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება
  • 197იმპორტის გადასახადის განაკვეთები

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 20საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის დროს უცხო ქვეყნის გემის გადასახადებისაგან განთავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 15საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის, ტრანსპორტის, ცხოველის, ტვირთისა და სხვა ქონების გატარება

საავტომობილო გზების შესახებ

  • 14³საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 70 (დანართი 1)საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან / და საპოხი საშუალებების , ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის , აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის , საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის ან / და მიწოდების დღგ - ისაგან გათავისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2014³1519917219770 (დ…5723208196188209
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…საავტომობილო გზების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026