Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 172

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 172. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:სატრანსპორტო საშუალებების შეფასებაკომერციული ავიაციატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებისაგადასახადო დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა: ა) საქონლის მიწოდება ღია ზღვაში ან მგზავრების ფასიანი გადაყვანისთვის ან კომერციული, საწარმოო ან თევზჭერის საქმიანობისთვის, ან სამაშველო ან ზღვაში დახმარების ოპერაციისთვის, ან ნაპირთან თევზაობისთვის განკუთვნილი ხომალდის საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად; ბ) საქონლის მიწოდება სეს ესნ-ის 8906 10 00 კოდით გათვალისწინებული საბრძოლო ხომალდის საწვავით ან სურსათით მოსამარაგებლად, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას; გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება, ფრახტი ან იჯარა და ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული მოწყობილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება; დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა მომსახურების გაწევა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის ან მისი ტვირთის უშუალო საჭიროებისთვის; ე) საჰაერო ხომალდის საწვავით ან სურსათით მომარაგება; ვ) საჰაერო ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება ან იჯარა, აგრეთვე ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული აღჭურვილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება; ზ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა მომსახურების გაწევა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხომალდის ან მისი ტვირთის უშუალო საჭიროებისთვის; თ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია: თ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება; თ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება; თ.გ) საექსპედიტორო მომსახურება; თ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისთვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება; თ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება; ი) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია: ი.ა) მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/ მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება; ი.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება, აგრეთვე სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა; ი.გ) ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისთვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება; ი.დ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება; ი.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში; ი.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.

2.დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში ან საქართველოს ფარგლების გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში.

3.დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ ან მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობის ან დიპლომატიური მისიის წევრის (მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4.დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია: ა) თბოელექტროსადგურებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება; ბ) საწარმოს მიერ, რომლის წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის აქტივების მიწოდება საწარმოს კაპიტალიდან გატანის გზით; გ) სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა; დ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისთვის გადაცემა; ე) საქონლის მიწოდება საქართველოს ფარგლების გარეთ (საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი). ამასთანავე, თუ მგზავრის მიერ საქონელი საქართველოს ფარგლების გარეთ პირადი ბარგით უნდა იქნეს გადატანილი, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი არ ცხოვრობს საქართველოში (პასპორტში ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული ადგილი არ არის საქართველო), საქონლის საქართველოდან ტრანსპორტირება ხორციელდება მისი მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში და საქონლის ფასი, დღგ-ის ჩათვლით, აღემატება 600 ლარს. შენიშვნა: მგზავრის მიერ საქონლის საქართველოს ფარგლების გარეთ პირადი ბარგით გადატანის შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით; ვ) საქონლის იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა; ზ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა; თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიწოდება; ი) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურების გაწევა; კ) საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას არარეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა, გარდა ვაგონის/კონტეინერის საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის შემთხვევისა; ლ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ საქართველოს რეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას საქართველოს რეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა; მ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება; ნ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება რეალიზაციისთვის და ამ პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და კვების მომსახურების გაწევა; ო) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ოქროს მიწოდება; ო 1 ) საინვესტიციო ოქროს მიწოდება; პ) ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება; ჟ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისთვის მომსახურების გაწევა (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჰიდროგრაფიული მომსახურების გაწევა); რ) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 164 1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ს) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს სახელმწიფო ფლობს; ტ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (გარდა ფულისა) სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა; უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე); ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება; ქ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირის­თვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით; ღ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის ან ამ ობიექტის ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის მესაკუთრისთვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა; ყ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება; შ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული პროცედურის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ა“, „ც.ბ“, „ც.დ“ და „ც.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი); ჩ) ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ მომხმარებლისთვის მიწოდებისა, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს საკუთარი მოხმარებისთვის, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევა; ც) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების მომსახურების გაწევა; ძ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში; წ) სეს ესნ-ის 4901 და 4903 00 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (წიგნის) ან ელექტრონული წიგნის მიწოდება, აგრეთვე ამ საქონლის რეალიზაციისა და ბეჭდვის მომსახურებების გაწევა; ჭ) სეს ესნ-ის 8702 40 000 00 კოდში მითითებული ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) მიწოდება; ხ) იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულებას მოიცავს ამ კოდექსის 164 1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დასაბეგრი თანხა; ჯ) საქართველოში წარმოებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის ან ფარმაცევტული საწარმოს მიერ, მისივე წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის სამკურნალო/სამედიცინო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლისა და ფარმაცევტული პროდუქციის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით; ჰ) „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება (გადაცემა).

5.დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3272 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3549 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №685 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №239 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აგვ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025
  2. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  3. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 24 ოქტ. 2023
  4. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  5. 4 ივლ. 2023
  6. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  7. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    172-ე მუხლში დღგ-ის საანგარიშო პერიოდი ყველასთვის კალენდარული თვეა; კვარტალური პერიოდის ალტერნატივა ამოღებულია.

  8. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  9. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011
  10. 29 დეკ. 2010

    დღგ-ის ერთიანი კვარტალური საანგარიშო პერიოდი ორ ნაწილად გაიყო: კვარტალი ეტაპობრივად გადასულთათვის, კალენდარული თვე — გადაუსვლელთათვის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 171შემდეგი მუხლი 173

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადასახადისგან გათავისუფლების განაცხადები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან (DCFTA)სერვისის გვერდი
  • საზღვაო და სამდინარო ხომალდების შეფასებასერვისის გვერდი
  • საჰაერო ხომალდის იჯარის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 10 ცვლილება · ბოლო 14 ნოე. 2025
  • ციტირებულია 9 მუხლი
  • 18 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბაჟო… 6მუხლი 164¹მუხლი 179მუხლი 6საქართველოს საბაჟო… 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 161¹მუხლი 164მუხლი 165მუხლი 169მუხლი 171მუხლი 175მუხლი 26¹მუხლი 309გადასახადების ადმი… 46 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 171ცალკეული კატეგორიის ოპერაციების გათავისუფლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე
  • 173საქონლის იმპორტის დღგ-ისგან გათავისუფლება
  • 170შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებში

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 72 (დანართი 1)დღგ - ის ჩათვლის მიღების წესი
  • 73² (დანართი 1)ცალკეული შემთხვევები , როდესაც დღგ - ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით
  • 48¹ (დანართი 1)ანაზღაურების გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 108საზღვაო თევზჭერის პროდუქტები და ზღვის სხვა პროდუქტები
  • 204საქონლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების ჩატარების მიზნით შემოტანა
  • 210სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების ან სპეციალური კონტეინერის ავზში არსებული საწვავისა და სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საპოხი საშუალების შემოტანა

საავტომობილო გზების შესახებ

  • 14³საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 14უცხო ქვეყნის სახელმწიფო გემისა და სამხედრო ხომალდის სანავსადგურო მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 20⁴სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6171164¹1796161¹16416516917526¹30917346 (დ…6172
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026