საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 188. საქართველოში დაფუძნებული პირის მიერ უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული საკუთრებიდან მიღებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული საკუთრებიდან (მეურნეობიდან) მიღებული სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მებაღეობის ან მეტყევეობის პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, თუ ამ მეურნეობას მართავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარეობს.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისთვის მეცხოველეობის პროდუქტი მიღებული უნდა იყოს საქართველოში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველისგან ან საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ცხოველისგან.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელსაც არ გაუვლია დამუშავება, გარდა ისეთი დამუშავებისა, რომელიც, ჩვეულებრივ, თან ახლავს საქონლის მიღებას ან წარმოებას.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით არის შემოტანილი.

5.ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოსა და უცხო ქვეყნის საზღვარზე მდებარე ტბაში ან წყლის არხში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეთევზის მიერ თევზჭერით ან მეთევზეობით მოპოვებული პროდუქტისა და ამ ტბაში ან წყლის არხში საქართველოს მოქალაქეობის მქონე მონადირის მიერ ნადირობით მოპოვებული პროდუქტის მიმართ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2022 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 28 დეკ. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2021 – 28 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია

  4. 28 ივლ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  5. 4 ივლ. 2019 – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91014³82199173111¹⁵…575189187183188
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…თავისუფალი ინდუსტრიული…სურსათის/ცხოველის საკვ…მაღალმთიანი რეგიონების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა