საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 77. საქონლის დროებით შენახვასთან დაკავშირებული პირობები და მოვალეობები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დროებით შენახული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ შენახვის სხვა ადგილზე.

2.ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, დროებით შენახული საქონლის მიმართ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ის ოპერაცია, რომელიც უზრუნველყოფს მის უცვლელ მდგომარეობაში (გარეგნული მხარის ან ტექნიკური მახასიათებლის შეუცვლელად) შენარჩუნებას. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული წესი.

3.იმ საბაჟო საწყობის ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ან მასთან შეთანხმებული შენახვის სხვა ადგილის მფლობელი, სადაც დასაწყობებულია დროებით შენახული საქონელი, ვალდებულია: ა) უზრუნველყოს, რომ დროებით შენახული საქონელი უკანონოდ არ იქნეს გატანილი საბაჟო ზედამხედველობიდან; ბ) შეასრულოს დროებით შენახული საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

4.თუ საქონლის დროებით შენახვის გაგრძელება შეუძლებელია, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ზომები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებით შენახული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ შენახვის სხვა ადგილზე. 2. ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, დროებით შენახული საქონლის მიმართ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ის ოპერაცია, რომელიც უზრუნველყოფს მის უცვლელ მდგომარეობაში (გარეგნული მხარის ან ტექნიკური მახასიათებლის შეუცვლელად) შენარჩუნებას. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული წესი. 3. იმ საბაჟო საწყობის ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ან მასთან შეთანხმებული შენახვის სხვა ადგილის მფლობელი, სადაც დასაწყობებულია დროებით შენახული საქონელი, ვალდებულია: ა) უზრუნველყოს, რომ დროებით შენახული საქონელი უკანონოდ არ იქნეს გატანილი საბაჟო ზედამხედველობიდან; ბ) შეასრულოს დროებით შენახული საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები. 4. თუ საქონლის დროებით შენახვის გაგრძელება შეუძლებელია, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ზომები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
78927 (დ…64³10 (დ…11 (დ…5767012478751277
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…სახიფათო ნარჩენების შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…შინაურ ბინადარ ცხოველთ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა