საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 76. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილება შეიტანოს.

2.დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა.

3.თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.

4.დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილება შეიტანოს. 2. დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ დროებით შენახვის დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა. 3. თუ დროებით შენახვის დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო ორგანოს არ წარედგინა, მან ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. 4. დროებით შენახული საქონლის გადაადგილების, დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის, მასში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები, აგრეთვე საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ტექსტი გადაკეთდა და მასში აღარ არის დებულება, რომ ცვლილება არ შეიძლება შეეხოს დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ ყოფილ საქონელს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18826842724³69510156679023776
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქონლის ადგილწარმოშობ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა