Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 75

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 75. უცხოური საქონლის დროებით შენახვა და დროებით შენახვის დეკლარაცია

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ბრენდის დაცვატრანსფერული ფასწარმოქმნა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.უცხოური საქონელი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისთანავე დროებით უნდა იქნეს შენახული.

2.საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ უცხოურ საქონელზე წარდგენილი უნდა იქნეს დროებით შენახვის დეკლარაცია, რომელიც შეიცავს მისი დროებით შენახვისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს.

3.დროებით შენახულ საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის.

4.ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა წარადგინოს არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის მომენტისა.

5.დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ საქონელთან დაკავშირებულ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ არსებობს ან ეს საქონელი უკვე იყო დროებით შენახული ან საბაჟო პროცედურაში მოქცეული და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ჯერ არ არის გატანილი.

6.საბაჟო ორგანოს თანხმობით დროებით შენახვის დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგი ფორმით: ა) შესაბამისი საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებით, თუ საბაჟო ორგანოსთვის დამატებით წარდგენილია დროებით შენახვის დეკლარაციისთვის აუცილებელი მონაცემები; ბ) სატრანსპორტო დოკუმენტით, თუ იგი შეიცავს დროებით შენახვის დეკლარაციის შესაბამის მონაცემებს, მათ შორის, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებას.

7.საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას დროებით შენახვის დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად.

8.დროებით შენახვის დეკლარაცია მოწმდება ამ კოდექსის 96-ე−მე-100 მუხლების შესაბამისად.

9.დროებით შენახვის დეკლარაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი მიზნით: ა) ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების მიზნით; ბ) ამ კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის მიზნით, თუ შესრულებულია იმავე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

10.დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება, თუ არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვადისა ამ კოდექსის შესაბამისად საქონელს განესაზღვრა საქართველოს საქონლის სტატუსი.

11.საბაჟო ორგანომ უნდა შეინახოს დროებით შენახვის დეკლარაცია ან ხელი უნდა მიუწვდებოდეს მასზე, რათა შეამოწმოს, ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი მოექცა თუ არა საბაჟო პროცედურაში ან განხორციელდა თუ არა მისი რეექსპორტი ამ კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად.

12.ამ მუხლის მიზნისთვის ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული უცხოური საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენისას ტრანზიტის ოპერაციისთვის წარდგენილი მონაცემები შეიძლება მიჩნეულ იქნეს დროებით შენახვის დეკლარაციად, თუ ისინი შეიცავს დროებით შენახვის დეკლარაციისთვის აუცილებელ ინფორმაციას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოური საქონელი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისთანავე დროებით უნდა იქნეს შენახული. 2. საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ უცხოურ საქონელზე წარდგენილი უნდა იქნეს დროებით შენახვის დეკლარაცია, რომელიც შეიცავს მისი დროებით შენახვისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს. 3. დროებით შენახულ საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის. 4. ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა წარადგინოს არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის მომენტისა. 5. დროებით შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ საქონელთან დაკავშირებულ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ არსებობს ან ეს საქონელი უკვე იყო დროებით შენახული ან საბაჟო პროცედურაში მოქცეული და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ჯერ არ არის გატანილი. 6. საბაჟო ორგანოს თანხმობით დროებით შენახვის დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს შემდეგი ფორმით: ა) შესაბამისი საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებით, თუ საბაჟო ორგანოსთვის დამატებით წარდგენილია დროებით შენახვის დეკლარაციისთვის აუცილებელი მონაცემები; ბ) სატრანსპორტო დოკუმენტით, თუ იგი შეიცავს დროებით შენახვის დეკლარაციის შესაბამის მონაცემებს, მათ შორის, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე მითითებას. 7. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას დროებით შენახვის დეკლარაციის შესავსებად სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება, თუ ეს სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად. 8. დროებით შენახვის დეკლარაცია მოწმდება ამ კოდექსის 96-ე−მე-100 მუხლების შესაბამისად. 9. დროებით შენახვის დეკლარაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი მიზნით: ა) ამ კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების მიზნით; ბ) ამ კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის მიზნით, თუ შესრულებულია იმავე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. 10. დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენა არ მოითხოვება, თუ არაუგვიანეს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვადისა ამ კოდექსის შესაბამისად საქონელს განესაზღვრა საქართველოს საქონლის სტატუსი. 11. საბაჟო ორგანომ უნდა შეინახოს დროებით შენახვის დეკლარაცია ან ხელი უნდა მიუწვდებოდეს მასზე, რათა შეამოწმოს, ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი მოექცა თუ არა საბაჟო პროცედურაში ან განხორციელდა თუ არა მისი რეექსპორტი ამ კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად. 12. ამ მუხლის მიზნისთვის ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული უცხოური საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენისას ტრანზიტის ოპერაციისთვის წარდგენილი მონაცემები შეიძლება მიჩნეულ იქნეს დროებით შენახვის დეკლარაციად, თუ ისინი შეიცავს დროებით შენახვის დეკლარაციისთვის აუცილებელ ინფორმაციას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 74შემდეგი მუხლი 76

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (IPR)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტრანსფერული ფასწარმოქმნის დოკუმენტაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 2 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 100მუხლი 69მუხლი 73მუხლი 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 68საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
  • 78საქონლის დროებით შენახვის დასრულება
  • 77საქონლის დროებით შენახვასთან დაკავშირებული პირობები და მოვალეობები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება
  • 10საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 14¹პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის წარდგენის საფუძველი და ფორმა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 22დროებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები და წესი
  • 33საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14¹17 (დ…66¹5107810069736877223375
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…გადასახადების ადმინისტ…სისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026