ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 47. ბავშვის უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვს უფლება აქვს, იზრდებოდეს ოჯახურ, მისი პიროვნების პატივისცემის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარემოში.

2.ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას.

3.ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.

4.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ისეთივე უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე, როგორიც სხვა ბავშვს. ეს სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ბავშვის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობისთვის.

5.საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ბავშვის ცხოვრების სათანადო პირობების დაცვის სტანდარტების შემუშავებას და უწყებათაშორისი და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელებას.

6.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბავშვისთვის უვნებელი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, გარემოს დასაცავად, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან ბავშვის დასაცავად ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს უწყებათაშორისი კოორდინაციითა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.

7.უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსა და მუნიციპალიტეტისთვის სავალდებულოა ურბანული დაგეგმარების, განაშენიანების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და რეკონსტრუქციული პროექტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტების გათვალისწინება.

8.სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი ქმნიან სამართლებრივ მექანიზმებს და იღებენ სათანადო ზომებს ბავშვის თამაშისა და დასვენების, რეკრეაციულ, კულტურულ და სახელოვნებო ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29627329177646641747
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…კონვენცია ბავშვის უფლე…ადრეული და სკოლამდელი …გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა