კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

მუხლი 29

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2000

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვის განათლება გამიზნული უნდა იყოს იმისათვის, რათა: ა) ბავშვის პიროვნება, ნიჭი და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები რაც შეიძლება სრული მოცულობით განვითარდეს; ბ) აღიზარდოს ადამიანის ულფებებისა და ძირითადი თავისუფლებების, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების პატივისცემა; გ) აღიზარდოს ბავშვში მშობლების, მისი კულტურული თავისთავადობის, ენისა და ღირებულებების, თავის საცხოვრებელი ქვეყნის, თავისი წარმომავლობის ქვეყნის და მისი საკუთრებისგან განსხვავებული ცივილიზაციების ღირებულებათა პატივისცემა; დ) ბავშვი მომზადდეს თავისუფალ საზოგადოებაში სეგნებული ცხოვრებისათვის გაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის, ყველა ხალხს, ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ ჯგუფებს, აგრეთვე მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის მეგობრობის სულისკვეთებით; ე) აღიზარდოს გარემოსადმი პატივისცემის გრძნობა.

2.ამ მუხლის ან 28 მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა იყოს გაგებული როგორც ცალკეული პირებისა და ორგანოების შემზღუდველი იმაში, რომ შექმნან სასწავლო დაწესებულებები და უხელმძღვანელონ მათ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებული პრინციპების განუხრელი დაცვის პირობით და შეასრულონ ის მოთხოვნები, რომ ასეთი სასწავლებლებში მიცემული განათლება შეესაბამებოდეს მინიმალურ ნორმებს, რომლებიც სახელმწიფომ შეიძლება დაადგინოს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8332817231217336354771329
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონვენცია ბავშვის უფლე…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…ადრეული და სკოლამდელი …ზოგადი განათლების შესა…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა