ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 86. ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციის ხელშეწყობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ორგანომ და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას ხელი უნდა შეუწყონ და ამ ორგანიზაციამ ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა უნდა განახორციელოს აღნიშნული ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული დამოუკიდებლობის პრინციპისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

2.ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია, შესაბამისი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამას შეიმუშავებს და ახორციელებს დამოუკიდებლად ან ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან კოორდინაციით.

3.ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ამ კოდექსით დადგენილ პრინციპებსა და მოთხოვნებს; ამასთანავე, მათი დაცვა და პატივისცემა გამოხატული უნდა იყოს საჯაროდ, მათ შორის, ამ ორგანიზაციის წესდებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35113²327685872173586
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…ბავშვთა და ახალგაზრდულ…ადრეული და სკოლამდელი …საქართველოს სახალხო და…შეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა