ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 95. საქართველოს საერთო სასამართლოების უფლებამოსილება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვის უფლებათა საკითხებზე საქართველოს საერთო სასამართლოები უზრუნველყოფენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებების განხორციელებას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც აღიარებულია ბავშვის უფლებათა შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და დადგენილია ამ კოდექსით.

2.საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვის პროცესის კოორდინაციის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის: ა) შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს; ბ) უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მოსამართლეთა პროფესიულ გადამზადებას და ადგენს მოსამართლეთა სპეციალიზაციის სტანდარტს; გ) ხელმძღვანელობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ყველა დონეზე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას; დ) ხელმძღვანელობს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ყველა დონეზე ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისთვის აუცილებელი სასამართლო ფორმების, სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურების და სამართალწარმოების წესის ადაპტირებას; ე) კოორდინაციას უწევს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეში ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობის მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების დანერგვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

3.საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელს უწყობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის სამართლებრივი შეფასებით, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებით.

4.საქართველოს საერთო სასამართლოები უზრუნველყოფენ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეში ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობის მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისების დანერგვას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას კანონის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
55592675430296991902395
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…საერთო სასამართლოების …შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს კონსტიტუცი…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა