„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 20. - რეგულარული კონსულტაციები
1. მხარეებმა, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რეგულარულად უნდა გაცვალონ მოსაზრებები მონაცემთა დაცვასთან და მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელებაზე და შემდგომ განვითარებაზე.
2. ამ მიზნით, ევროჯასტის მონაცემთა დაცვის ოფიცერი და საქართველოს მონაცემთა დაცვის ორგანო, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ერთმანეთს წარუდგენს ანგარიშს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მონაცემთა დაცვის დებულებების იმპლემენტაციის მდგომარეობის შესახებ.
3. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა დაცვის კონსულტაციების პროცესში მხარეების მიერ იდენტიფიცირებული საკითხები წარედგინება შესაბამის საზედამხედველო მექანიზმებს და ევროჯასტის ერთობლივ საზედამხედველო ორგანოს.
