„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 8. - ევროჯასტთან საკონტაქტო პირი
1. საქართველომ უნდა გამოყოს ან დანიშნოს ევროჯასტთან საკონტაქტო მინიმუმ ერთი პირი საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ფარგლებში. აღნიშნული დანიშვნის თაობაზე დროულად უნდა ეცნობოს ევროჯასტს ოფიციალური წერილით.
2. საქართველომ უნდა დანიშნოს ერთი საკონტაქტო პირი, როგორც ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი.
