„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 7. - ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატი
საქართველოსთან სამართლებრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, იმ საქმეებზე, რომელზეც ევროჯასტი უწევს დახმარებას და ევროჯასტის გადაწყვეტილების 27a მუხლის 1-ლი პუნქტის დებულების შესაბამისად, მხარეებმა შეიძლება გადაწყვიტონ ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატის დანიშვნა საქართველოში. თუმცა, ევროჯასტი მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოიწყებს მოლაპარაკებას ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატის საქართველოში დანიშვნასთან დაკავშირებით, თუ ის ასეთ დანიშვნაზე მიიღებს თანხმობას ევროკავშირის საბჭოსგან.
