„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 3. - თანამშრომლობის ფარგლები
1. საქართველო და ევროჯასტი ითანამშრომლებენ საქმიანობის იმ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრულია ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-6 მუხლში, მე-7 მუხლსა და 27b მუხლში და მხედველობაში მიიღებენ უფლებამოსილებას, რომელიც მინიჭებული აქვთ ეროვნულ წევრებს ევროჯასტის გადაწყვეტილების 9a-9f მუხლების საფუძველზე, ევროჯასტის კომპეტენციის ფარგლებში ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-4 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ შეიცვლება ევროჯასტის მანდატი, რომლითაც გაფართოვდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის არეალი ან/და კომპეტენცია, ევროჯასტი, იმ თარიღიდან როცა ევროჯასტის შეცვლილი მანდატი შევა ძალაში, გაუგზავნის საქართველოს წერილობით შეთავაზებას, რათა გააფართოვოს შეთანხმების გავრცელების ფარგლები ახალი მანდატის გათვალისწინებით. შეთანხმება ახალ მანდატთან დაკავშირებით გამოიყენება იმ თარიღიდან, როცა ევროჯასტი მიიღებს საქართველოსგან წინადადებაზე წერილობით თანხმობას, მისი შიდა პროცედურების შესაბამისად.
