საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

მუხლი 11. - გადაცემის გზები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 15 აგვ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ინფორმაცია უნდა გაიცვალოს: ა)  ან მეკავშირე პროკურორს, ან თუ მეკავშირე პროკურორი არ არის დანიშნული ან არ არის სხვამხრივ ხელმისაწვდომი, ევროჯასტთან საკონტაქტო პირსა და რელევანტურ ეროვნულ წევრებს ან კოლეჯს შორის; ან ბ) თუ ევროჯასტმა დანიშნა მეკავშირე მაგისტრატი საქართველოში, ევროჯასტის მეკავშირე მაგისტრატსა და საქართველოს რომელიმე კომპეტენტურ ორგანოს შორის.

2.მეკავშირე პროკურორი ან/და ევროჯასტთან საკონტაქტო პირი უნდა დარწმუნდეს, რომ სამართლებრივი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საქმის გამოძიებაზე ან/და სისხლისსამართლებრივ დევნაზე არის სათანადო წესით ჩართული.

3.მხარეები არ არიან შეზღუდული, კონკრეტულ შემთხვევებში შეთანხმდნენ ინფორმაციის გაცვლის სხვა საშუალებებზე.

4.ორივე მხარე უნდა დარწმუნდეს, რომ მათი შესაბამისი წარმომადგენლები არიან უფლებამოსილნი, გაცვალონ ინფორმაცია შესაბამის დონეზე და არიან სათანადოდ შემოწმებულები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
284132³8345446¹30¹6873711
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოსა და ევროჯა…პროკურატურის შესახებდიპლომატიური სამსახური…საქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის საერ…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა