საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

მუხლი 12. - პერსონალური ინფორმაცია და მონაცემთა დაცვა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 15 აგვ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილი

1.მხარეები აღიარებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა შესაბამისი და სათანადო მოპყრობა და მათი  დამუშავება, რომელსაც ისინი ერთმანეთისგან იღებენ,  გადამწყვეტი მნიშვნელობისაა  წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისას ნდობის შესანარჩუნებლად.

2.მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მეორე მხარის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების მინიმუმ იმ ხარისხით დაცვა, რაც გამომდინარეობს „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის კონვენციაში ასახული პრინციპებიდან და მის შემდგომი ცვლილებებიდან,    ასევე იმ პრინციპებიდან, რაც ასახულია ევროჯასტის გადაწყვეტილებაში და ევროჯასტის მონაცემთა დაცვის პროცედურულ წესებში.

3.წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცვლილ პერსონალურ ინფორმაციასთან მიმართებაში, მხარეები უნდა დარწმუნდნენ რომ: ა)  პერსონალური მონაცემები არის სამართლიანად დამუშავებული; ბ) გადაცემული პერსონალური მონაცემები არის შესაბამისი, რელევანტური და მოცულობით არ აღემატება მოთხოვნის ან ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გადაცემის კონკრეტულ მიზანს. გ) პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია იმ მიზნისათვის, რომლისთვისაც მოხდა მათი გადაცემა ან შემდგომი დამუშავება ამ შეთანხმების შესაბამისად; და დ) შესაძლო არაზუსტი პერსონალური მონაცემების შესახებ დროულად ეცნობება მიმღებ მხარეს იმისათვის, რომ შევიდეს შესაბამისი შესწორებები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹18¹201017142064271376512
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოსა და ევროჯა…სამართალდაცვით სფეროში…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…საერთაშორისო დაცვის შე…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა