Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 20

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 20. პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:GDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობასექტორული შესაბამისობასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებინივთების ინტერნეტიIT მომსახურებაჯანმრთელობის მონაცემები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა ხორციელდება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შემდეგი მინიმალური მოთხოვნების თანახმად: ა) გადაცემული პერსონალური მონაცემები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებისთვისაც ისინი იქნა გადაცემული, პერსონალური მონაცემების გადამცემი სამართალდამცავი ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე; ბ) პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ არ უნდა გადასცეს ისინი მესამე მხარეს პერსონალური მონაცემების გადამცემი სამართალდამცავი ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე; გ) მოთხოვნის საფუძველზე პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა აცნობოს მათ გადამცემ სამართალდამცავ ორგანოს პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგების შესახებ; დ) პერსონალური მონაცემების გადამცემმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები ზუსტი და განახლებული იყოს. თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ზუსტი, მათმა გადამცემმა სამართალდამცავმა ორგანომ ამის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალური მონაცემების მიმღებ სამართალდამცავ ორგანოს; ე) თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის სწორი ან განახლებული, ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა შეასწოროს და განაახლოს ისინი ან უნდა გაანადგუროს პერსონალური მონაცემები და დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მათ გადამცემ სამართალდამცავ ორგანოს; ვ) გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა გაანადგუროს მათმა მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ, მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების გამოყენების კანონიერი საფუძველი; ზ) პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ სათანადოდ უნდა დაიცვას მიღებული პერსონალური მონაცემები უნებართვო შეღწევისგან, მათში ცვლილებების შეტანისგან ან მათი გავრცელებისგან; თ) პერსონალური მონაცემების გადამცემმა და მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აღრიცხონ შესაბამისად მათთვის გადაცემული და მათ მიერ მიღებული პერსონალური მონაცემები; ი) პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მათი გადამცემი სამართალდამცავი ორგანოს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების პერიოდული გადახედვა პერსონალური მონაცემების წაშლისთვის დადგენილი ვადების ფარგლებში.

2.საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია უარი განაცხადოს პერსონალური მონაცემების გადაცემაზე, თუ საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს ან/და საზღვარგარეთის ქვეყანა, რომელიც არ არის „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის კონვენციისა და მისი 2001 წლის 8 ნოემბრის დამატებითი ოქმის წევრი, თანახმა არ არის, უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების ისეთი დაცვა, როგორსაც საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ითხოვს. თავი V თანამშრომლობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა (მუხლი 159)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორესპონდენციის კერძოობის დაარღვევა9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა (მუხლი 159)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იდენტობის მოპარვა / თაღლითობა (მუხლი 180)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №6

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 18¹პერსონალური მონაცემების მიღების უფლება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 76პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
  • 5კონფიდენციალურობის პრინციპი

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 14დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 27¹პერსონალური მონაცემები

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 12- პერსონალური ინფორმაცია და მონაცემთა დაცვა
  • 14- პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება
  • 17- მონაცემთა უსაფრთხოება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 67უცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 12დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 37მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 15ინფორმაციით უზრუნველყოფა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹18¹671512141737121476520
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო დაცვის შე…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოსა და ევროჯა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026