Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებმუხლი 9

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

მუხლი 9. სადაზღვევო ანაზღაურება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2019
თემები:პიროვნული დაზიანებამარეგულირებელი აღსრულებადაზღვევაინციდენტზე რეაგირებაარაუზრუნველყოფილი მოთხოვნების ამოღებადელიქტური სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს ცენტრი მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2.ცენტრი ვალდებულია აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის პოლისის არსებობის ან დაზარალებულისათვის ზიანის დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენების შემთხვევაში. ამასთანავე, დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის დადგენილი პირობებით (შემთხვევის შესახებ შეტყობინება და რეგულირება, ანაზღაურების ლიმიტები, ვადები და სხვა).

3.სადაზღვევო ანაზღაურების გასაცემად ცენტრი მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში არეგულირებს სადაზღვევო შემთხვევას (საჭიროების შემთხვევაში აფასებს ზიანს) ცენტრის თანამშრომლის ან/და ამისთვის დაქირავებული თანამშრომლის (მათ შორის, მზღვეველის თანამშრომლის) მეშვეობით. ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან გონივრულ ვადაში, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

4.ცენტრი ვალდებულია თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში დაზარალებულს სადაზღვევო ანაზღაურება გადაუხადოს ზიანის ოდენობის შესახებ შეთანხმების მხარეთა მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 15 დღისა ან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ცენტრი დაზარალებულს უხდის საურავს გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

6.ამ კანონის მოქმედების პერიოდში დაზარალებულის/დაზარალებულების წინაშე დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხების მაქსიმალური ჯამური ოდენობა არის მზღვეველების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიის 10%-ისა და ამ მიზნისათვის ერთჯერადად განსაზღვრული პასუხისმგებლობის თანხის ოდენობის − 500 000 ლარის ჯამი. ამასთანავე, პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხების მაქსიმალური ჯამური ოდენობის გასაანგარიშებლად ცენტრის მიერ დაზარალებულისათვის/დაზარალებულებისათვის ჯამურად გადახდილი თანხების ოდენობა მცირდება დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამომდინარე მიღებული რეგრესული თანხების ოდენობით.

7.ცენტრი თავისუფლდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საურავის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ ზიანის ანაზღაურების გაცემის ვადის დარღვევა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი რესურსების ამოწურვითაა გამოწვეული. ამასთანავე, ცენტრი ვალდებულია ასეთი ანაზღაურება გასცეს დაუყოვნებლივ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე.

8.ცენტრი სადაზღვევო ანაზღაურებას გასცემს ამისთვის გამიზნული, მისი კუთვნილი განცალკევებული ანგარიშიდან, რომლის საშუალო ნაშთი თვის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 400 000 ლარისა. ამ ანგარიშზე შესაბამისი ფულადი სახსრების აკუმულირებას მზღვეველები ახორციელებენ. ამასთანავე, აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.

9.თუ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება ამ კანონით დადგენილი ანაზღაურების ლიმიტის ოდენობას, მას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის დამატებითი ანაზღაურება უშუალოდ იმ პირისაგან, რომელიც მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვისაა პასუხისმგებელი.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გადაზღვევის სამართალი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დელიქტური კომპენსაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელშეკრულებო ზიანის მოთხოვნები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აზბესტის სამართალწარმოება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2019-12-19 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 8სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
  • 6სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისთვის
  • 7სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის

საზღვაო კოდექსი

  • 268—
  • 262—
  • 261—

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 20—
  • 11—

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 40მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 843²მესამე პირისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
  • 832ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან
  • 693ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანებისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40268262261843²83269320118679
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ტერიტორიაზ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2019