პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილისანდრო სარუხანიშვილი

1.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავებასა და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, იმ მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შესატანად მუშავდება, აგრეთვე საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მონაცემთა საქართველოში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამუშავებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექნიკური საშუალებები მხოლოდ მონაცემთა ტრანზიტისთვის გამოიყენება.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ფიზიკური პირის მიერ აშკარად პირადი მიზნით ან/და ოჯახური საქმიანობის ფარგლებში მონაცემთა დამუშავებაზე, რომელიც დაკავშირებული არ არის მის სამეწარმეო ან/და ეკონომიკურ, პროფესიულ საქმიანობასთან ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. პირადი მიზნით ან/და ოჯახური საქმიანობის ფარგლებში მონაცემთა დამუშავება შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის, მიმოწერას, მისამართების დამუშავებას, ინტერნეტაქტივობას (მათ შორის, სოციალურ ქსელში), რომელიც ამ საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება; ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე; გ) დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებასა და არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე; დ) სასამართლოში სამართალწარმოების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე; ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 27-ე მუხლისა); ვ) აკადემიური, სახელოვნებო და ლიტერატურული მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე.

3.ამ კანონის მე-6 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსახლეობის აღწერის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე.

4.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავებასა და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, იმ მონაცემთა არაავტომატური საშუალებებით დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შესატანად მუშავდება, თუ მონაცემები უშუალოდ იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ფარგლებში არ მუშავდება.

5.ნებისმიერმა პირმა, რომელიც უნებლიეთ მიიღებს სხვის მონაცემებს, რომლებიც მისთვის განკუთვნილი არ არის, პატივი უნდა სცეს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს და არ უნდა შეეცადოს მონაცემთა უკანონო დამუშავებას.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 11

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-494-489(2კ-16)2017-04-1337ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებას. უზენაესი სასამართლოს თანახმად, პერსონალური მონაცემების არასამსახურებრივი მიზნით მოძიება და დამუშავება სამართალდარღვევაა მათი გადაცემის დადასტურების გარეშეც. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა და ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება დაუსაბუთებელია, თუ სასამართლოს თავად შეეძლო არსებითი გარემოებების დადგენა. ორივე საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-425-418(კ-15)2016-04-0733ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    შინაგან საქმეთა სამინისტროში პირის მუშაობისა და თანამდებობის შესახებ ინფორმაციის გაცემა

    დავა შეეხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პირის საჯარო სამსახურში საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცემის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის ფაქტი არ მიეკუთვნება პირის კერძო სფეროს, ხოლო თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების მიმართ მოქმედებს ინფორმაციის საჯაროობის სპეციალური წესი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შესაბამის პირს სამინისტროში ეკავა თანამდებობა, რომელიც მას თანამდებობის პირის სტატუსს ანიჭებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც სამინისტროს დაავალა პირის თანამდებობისა და მუშაობის დროის შესახებ ინფორმაციის გაცემა.

  • №ბს-49-48(კ-16)2016-06-2337ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ყოფილი თანამშრომლის სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და მისი გადაცემის დამადასტურებელი საბუთის შესახებ ინფორმაციის გაცემა

    მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია ყოფილი თანამშრომლის სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და მისი გადაცემის დამადასტურებელი საბუთის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა კანონით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით და მოცემულ საქმეში მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს არ წარმოადგენს. პალატამ ასევე მიუთითა სამინისტროს ცნობაზე, რომ იარაღის გაცემა-ჩაბარების დოკუმენტაცია საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავს. უზენაესმა სასამართლომ სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემის დავალების შესახებ.

  • №ბს-403-398(კ-14)2015-07-2335ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    თანამდებობის პირთა პრემიების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემა და მორალური ზიანის ანაზღაურება

    მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა თანამდებობის პირთა ვინაობისა და თითოეულზე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პრემიების ჯამური ოდენობის მიწოდება და ქონებრივი დეკლარაციების გვერდზე მითითება ვერ ცვლის მოთხოვნილი პერსონიფიცირებული ინფორმაციის გაცემას. პალატამ თანამდებობის პირთა მონაცემების ღიაობის სპეციალურ წესსა და ინფორმაციის მოთხოვნის მოტივის დაუსაბუთებლობის უფლებაზე მიუთითა. სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემის დავალებისა და მორალური ზიანის მოთხოვნაზე უარის შესახებ.

  • №ბს-719-715(გ-17)2019-10-1726ადმინისტრაციული
    კრებულიგანსჯადობა / პროცესუალური (T3)

    მონაცემთა მიწოდების ხელშეკრულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დავის საგნობრივი განსჯადობა

    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სადაზღვევო კომპანიისგან მონაცემთა მიწოდების ხელშეკრულების დარღვევისთვის ათი ათასი ლარის პირგასამტეხლო მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავის განსჯადობას ხელშეკრულების საგანი, საფუძველი, მიზანი და მხარეთა უფლება-მოვალეობების შინაარსი განსაზღვრავს. ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა და არაპირდაპირი საჯარო მიზანი თავისთავად ხელშეკრულებას ადმინისტრაციულ ხასიათს არ ანიჭებს. სასამართლომ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დაუქვემდებარა; პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობა არ გადაუწყვეტია.

  • №ას-1444-20222023-12-2227სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    რა წინაპირობებით შეიძლება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონირება ჩაითვალოს კანონიერად?

    მოსარჩელემ საავადმყოფოსგან მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების გამო. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას გაიზიარა, რომ კანონით დადგენილი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში მოთავსებამ დაარღვია მოსარჩელის თავისუფლება და პირადი ხელშეუხებლობა. სასამართლომ ექიმების გაუფრთხილებლობასა და მძიმე სულიერი ტკივილის პრეზუმფციაზე დაყრდნობით 5000 ლარის ანაზღაურება გონივრულად მიიჩნია. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3421¹3114227463222
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ეროვნული სივრცითი მონა…პროფესიული კავშირების …ელექტრონული დოკუმენტის…ინფორმაციული უსაფრთხოე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა