ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 106. მიმწოდებლის შეცვლის წესები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის ეფექტიანი და მარტივი პროცედურის დანერგვას, რაც საბოლოო მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს არსებული მიმწოდებელი მისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 3 კვირისა.

2.მიმწოდებლის შეცვლის წესებს ამტკიცებს კომისია. მიმწოდებლის შეცვლის წესები განსაზღვრავს მიმწოდებლის შეცვლის პირობებს, მათ შორის: ა) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურას; ბ) ახალი მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ პირობებს; გ) იმ მიმწოდებლის მოვალეობებს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი; დ) იმ სისტემის ოპერატორის მოვალეობებს, რომლის ქსელთანაც მიერთებულია საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობა; ე) ახალი მიმწოდებლის უფლებებს ახალი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებთან დაშვებასა და ამ სისტემებით სარგებლობასთან დაკავშირებით; ვ) საბოლოო მომხმარებლის დავალიანების დაფარვის წესს.

3.მიმწოდებლის შეცვლის წესების შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლა უფასოა. მიმწოდებლის შეცვლა ხდება საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნით.

4.იმ მიმწოდებელს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი, არ აქვს უფლება, მომხმარებელს დაუდგინოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი პირობები. აღნიშნული მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება.

5.მიმწოდებლის შეცვლის წესების შესრულებას ზედამხედველობს კომისია. კომისია უფლებამოსილია მიმწოდებლის შეცვლის წესები დაამტკიცოს მიწოდების წესების ნაწილის სახით.

6.დავის არსებობა ხელს არ უშლის მიწოდების ახალი ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის განხორციელებას. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომისია უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის მიერ  მიმწოდებლის შეცვლის ეფექტიანი და მარტივი პროცედურის დანერგვას, რაც საბოლოო მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს არსებული მიმწოდებელი   მისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. 2.  მიმწოდებლის   შეცვლის  წესებს  ამტკიცებს  კომისია.  მიმწოდებლის შეცვლის წესები განსაზღვრავს მიმწოდებლის შეცვლის პირობებს, მათ შორის: ა) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურას; ბ) ახალი მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ პირობებს; გ) იმ მიმწოდებლის მოვალეობებს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი; დ) იმ  სისტემის  ოპერატორის  მოვალეობებს,  რომლის  ქსელთანაც  მიერთებულია  საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობა; ე) ახალი მიმწოდებლის უფლებებს ახალი საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებთან დაშვებასა და ამ სისტემებით სარგებლობასთან  დაკავშირებით; დაკავშირებით; ვ) საბოლოო  მომხმარებლის  დავალიანების  დაფარვის წესს. წესს. 3. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლა უფასოა. მიმწოდებლის შეცვლა ხდება საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნით. 4. იმ მიმწოდებელს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს საბოლოო მომხმარებელი, არ აქვს უფლება, მომხმარებელს დაუდგინოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი პირობები. აღნიშნული მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება. 5. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესრულებას ზედამხედველობს კომისია. კომისია უფლებამოსილია მიმწოდებლის შეცვლის წესები დაამტკიცოს მიწოდების წესების ნაწილის სახით. 6. დავის არსებობა ხელს არ უშლის მიწოდების ახალი ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის განხორციელებას. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 106-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში კვალიფიციური მომხმარებლის ნაცვლად ახლა საბოლოო მომხმარებელია მითითებული. გარდა ამისა, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია დაბალანსებასთან დაკავშირებული პირობების მითითება, ხოლო მე-4 პუნქტი ორ წინადადებად გაიყო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
636225324751111031051049106
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ელექტრონული კომუნიკაცი…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგოეტიკეტირების შეს…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა