ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 111. საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბოლოო მომხმარებლის დაცვა ხორციელდება ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.საბოლოო მომხმარებელი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საფასურს იხდის მიწოდების წესების მოთხოვნებისა და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით. საფასურის დარიცხვის, ანგარიშსწორებისა და საფასურის მოკრების წესი განისაზღვრება მიწოდების წესებით.

3.საბოლოო მომხმარებელს უფლება აქვს, ამ კანონის 101-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად, თავისუფლად აირჩიოს და შეცვალოს ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი. საბოლოო მომხმარებელს ასევე უფლება აქვს, უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები და ეს ინფორმაცია და მონაცემები ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საფასურის გარეშე გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი რეგისტრირებული მიმწოდებლისთვის. აღრიცხვის მონაცემების მართვისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შესაბამის ენერგეტიკულ საწარმოს მიაწოდოს. ამ მონაცემების ფორმატი და მისი მიმწოდებლისა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება მიწოდების წესებით.

4.მსხვილ მომხმარებელს უფლება აქვს, მიწოდების ხელშეკრულება ერთდროულად დადოს რამდენიმე მიმწოდებელთან. მსხვილი მომხმარებლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების წესი და პროცედურა განისაზღვრება მიწოდების წესებით.

4¹.მსხვილი მომხმარებელი, რომელსაც სურს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ან ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია კომისიის მიერ დადგენილი წესით.

5.საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია, გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, მოითხოვოს ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით მომარაგების ტექნიკური ან სხვა სახის შეფერხების მოკლე ვადაში აღმოფხვრა, თუ აღნიშნული შეფერხება მისი მოწყობილობა-დანადგარებით არ არის გამოწვეული.

6.ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული მომარაგების შეჩერების ზომებით გამოწვეული შეფერხება არ ჩაითვლება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებად ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ პირობებს.

7.საბოლოო მომხმარებელმა ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი უნდა მოიხმაროს ამ კანონით, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის წესებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობებისა და მიზნების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბოლოო მომხმარებლის დაცვა ხორციელდება ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საბოლოო მომხმარებელი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საფასურს იხდის მიწოდების წესების მოთხოვნებისა და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით. საფასურის დარიცხვის, ანგარიშსწორებისა და საფასურის მოკრების წესი განისაზღვრება მიწოდების წესებით. 3.   საბოლოო  მომხმარებელს    უფლება აქვს, ამ კანონის 101-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად, თავისუფლად აირჩიოს და შეცვალოს ელექტროენერგიის მიმწოდებელი ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი. საბოლოო მომხმარებელს ასევე უფლება აქვს, უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები და ეს ინფორმაცია და მონაცემები ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საფასურის გარეშე გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი რეგისტრირებული მიმწოდებლისთვის. აღრიცხვის მონაცემების მართვისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შესაბამის ენერგეტიკულ საწარმოს მიაწოდოს. ამ მონაცემების ფორმატი და მისი მიმწოდებლისა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის წესი განისაზღვრება მიწოდების წესებით. 4. მსხვილ მომხმარებელს უფლება აქვს, მიწოდების ხელშეკრულება ერთდროულად დადოს რამდენიმე მიმწოდებელთან. მსხვილი მომხმარებლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების წესი და პროცედურა განისაზღვრება მიწოდების წესებით. 4 1 . მსხვილი მომხმარებელი, რომელსაც სურს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ან ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია კომისიის მიერ დადგენილი წესით. 5. საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია, გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად, მოითხოვოს ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით მომარაგების ტექნიკური ან სხვა სახის შეფერხების მოკლე ვადაში აღმოფხვრა, თუ აღნიშნული შეფერხება მისი მოწყობილობა-დანადგარებით არ არის გამოწვეული. 6. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული მომარაგების შეჩერების ზომებით გამოწვეული შეფერხება არ ჩაითვლება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებად ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ პირობებს. 7. საბოლოო მომხმარებელმა ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი უნდა მოიხმაროს ამ კანონით, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის წესებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობებისა და მიზნების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 პუნქტში მიმწოდებლის არჩევის უფლება კვალიფიციური მომხმარებლიდან საბოლოო მომხმარებელზეა გადატანილი; დაემატა 4¹ პუნქტი მსხვილი მომხმარებლის რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ საბითუმო ვაჭრობისთვის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6263312315310610110310524111
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგოეფექტურობის შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…სასმელი წყლის მიწოდები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა