Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 2

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 27 ნოე. 2025
თემები:დაბინძურების კონტროლიწყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

2.მიმწოდებელი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ბ) წყალმომარაგებისას დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება; დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ; ე) განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურება და უზრუნველყოს მომხმარებელისთვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად); ვ) განახორციელოს წყალარინება, შესაბამისად, ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირება და მისი წყალსატევში ჩაშვებამდე სათანადოდ გაწმენდის უზრუნველყოფა. ზ) უზრუნველყოს ამ წესებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.

3.მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.

4.მიმწოდებელი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება, თუ: ა) მომხმარებელის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასური; ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა; გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტას; დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

5.მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. 2. მიმწოდებელი ვალდებულია: ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად; ბ) წყალმომარაგებისას დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურება; დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და დაწნევის ცვალებადობის შესახებ; ე) განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურება და უზრუნველყოს მომხმარებელისთვის საქართველოში მოქმედი სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება (ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად); ვ) განახორციელოს წყალარინება, შესაბამისად, ჩამდინარე სითხის გარემოსაგან იზოლირება და მისი წყალსატევში ჩაშვებამდე სათანადოდ გაწმენდის უზრუნველყოფა. ზ) უზრუნველყოს ამ წესებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება. 3. მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. 4. მიმწოდებელი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება, თუ: ა) მომხმარებელის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასური; ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა; გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტას; დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება. 5. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 დეკ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ირიგაციის დავებისერვისის გვერდი
  • წყლის უფლებებისერვისის გვერდი
  • წყლის ხარისხის სტანდარტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ნოე. 2025 · №38

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 7სასმელი წყლის მიმწოდებლის ვალდებულებები და სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება
  • 21სანიტარიული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას
  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 103მიწოდების წესები
  • 145წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებები და მოვალეობები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 2ძირითადი პრინციპები

წყლის შესახებ

  • 41წყალმოსარგებლის ვალდებულებანი

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 4პირველადი წყალმოსარგებლე
  • 10წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41721326741010510314542
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…წყლის შესახებელექტრონული კომერციის …წყალმომხმარებელთა ორგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ნოე. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026