„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 9. მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის წესი

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულების პირობები ცალმხრივად შეცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული მიწოდების ხელშეკრულებაში.

2.თუ მიწოდების ხელშეკრულებით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის გათვალისწინებული, მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმაცია მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის თაობაზე მომხმარებელს აცნობოს ერთი თვით ადრე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.თუ მომხმარებელი მიწოდების ხელშეკრულების პირობების ცვლილების თაობაზე ერთი თვის ვადაში წერილობით არ განაცხადებს უარს, ხელშეკრულება გაგრძელდება შეცვლილი პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მომხმარებელს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობების მიღებაზე და შეცვალოს მიმწოდებელი ამ წესების V თავით დადგენილი წესით.

4.მომხმარებელი მიწოდების ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის, აგრეთვე, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – პირგასამტეხლოს ოდენობის შეცვლის თაობაზე თავისუფალ მიმწოდებელს თანხმობას წარუდგენს წერილობით, რაც მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობით გაგრძელების წინაპირობაა. მომხმარებლის მიერ წერილობითი თანხმობის წარუდგენლობის შემთხვევაში, თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მომხმარებლისათვის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით, მიწოდების შეწყვეტის საფუძვლის მითითებით.

5.თუ მიწოდების ხელშეკრულების პირობების ცვლილება გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით, მათ შორის, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ცვლილებით, მიმწოდებელი ვალდებულია, ამის შესახებ მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღისა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.06.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²24³241061031044217676889
მნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის საცალო…ენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა