1.მომხმარებელი, რომელსაც სურს მიმწოდებლის შეცვლა, ამ წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით მიწოდების ხელშეკრულებაზე მიერთებისას, ახალ მიმწოდებელს წარუდგენს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადს. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ფორმას ამტკიცებს კომისია.
2.მომხმარებელი უფლებამოსილია, მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი ახალ მიმწოდებელს წარუდგინოს მატერიალური ფორმით ან ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ა 1 ) სისტემის ოპერატორის დასახელებას, რომლის გამანაწილებელ ქსელზეც მიერთებულია მომხმარებელი; ბ) აბონენტის ნომერს; გ) მიწოდების მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – დამატებითი საკონტაქტო პირის მონაცემებს; დ) მიმწოდებლის შეცვლის/ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების სასურველ თარიღს; ე) თანხმობას, რომ არსებულ მიმწოდებელთან და სისტემის ოპერატორთან მომხმარებლის სახელით ურთიერთობა აწარმოოს ახალმა მიმწოდებელმა.
4.(ამოღებულია - 24.02.2022, №3). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №79 - ვებგვერდი, 31.12.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ.

