1.მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის არანაკლებ 5 წლის ვადით შენახვას და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შესაბამისი ოპერაციის ისეთ დეტალებს, როგორიცაა ხანგრძლივობა, მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესები, მოცულობა, შესრულების თარიღი და დრო, ოპერაციის ფასი, შესაბამისი ტრეიდერის საიდენტიფიკაციო მონაცემები და იმ მიწოდების ხელშეკრულებისა და დერივატივის კონკრეტული დეტალები, რომლებთან დაკავშირებითაც ანგარიშსწორება არ განხორციელებულა.
3.კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომი გახადოს ბაზრის ყველა მონაწილისთვის იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება კონკრეტულ მონაწილეებთან ან ოპერაციებთან დაკავშირებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
4.ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებით ამ მუხლის მოქმედება გავრცელდება ენერგეტიკული გაერთიანების მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფის მიერ შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შემდეგ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
თავი XXVII. მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის არანაკლებ 5 წლის ვადით შენახვას და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობას.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შესაბამისი ოპერაციის ისეთ დეტალებს, როგორიცაა ხანგრძლივობა, მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესები, მოცულობა, შესრულების თარიღი და დრო, ოპერაციის ფასი, შესაბამისი ტრეიდერის საიდენტიფიკაციო მონაცემები და იმ მიწოდების ხელშეკრულებისა და დერივატივის კონკრეტული დეტალები, რომლებთან დაკავშირებითაც ანგარიშსწორება არ განხორციელებულა.3. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომი გახადოს ბაზრის ყველა მონაწილისთვის იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება კონკრეტულ მონაწილეებთან ან ოპერაციებთან დაკავშირებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.4. ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებით ამ მუხლის მოქმედება გავრცელდება ენერგეტიკული გაერთიანების მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფის მიერ შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შემდეგ.საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.თავი XXVII. მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023
107-ე მუხლის პირველ პუნქტში სახელმწიფო ორგანოების მაგალითებში კონკურენციის სააგენტო შეიცვალა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოთი.
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ფულის გათეთრებისა და ტ…საჯარო შესყიდვების შეს…უკანონო შემოსავლის ლეგ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა