Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 102

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 102. შეტყობინება მიწოდებისა და სხვა საქმიანობის შესახებ, რომელთა ავტორიზაცია არ მოითხოვს ლიცენზიის გაცემას

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ენერგიის წარმოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მცირე სიმძლავრის  ელექტროსადგური ან ენერგეტიკული  საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდების, ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას ან რომელსაც სურს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება,  ამის  შესახებ  ამ  კანონის მოთხოვნათა დაცვით, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ატყობინებს კომისიას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ენერგეტიკული საწარმო კომისიას წერილობით შეტყობინებას წარუდგენს შესაბამისი საქმიანობის დაწყებიდან  არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საქმიანობის დაწყება გულისხმობს ელექტროენერგიის გამომუშავებას (გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყებას ან ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის ადმინისტრირებას. კომისიისთვის წარდგენილ წერილობით შეტყობინებას უნდა დაერთოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმოს შემთხვევაში − მისი სარეგისტრაციო მონაცემები, იურიდიული  და  ფაქტობრივი  მისამართები, ხოლო მცირე  სიმძლავრის ელექტროსადგურის  შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული,  ობიექტის  ექსპლუატაციაში მიღების  დამადასტურებელი  დოკუმენტი და  სხვა  საკონტაქტო ინფორმაცია, ამასთანავე,  ინფორმაცია განხორციელებული ან დაგეგმილი გამომუშავების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობების შესახებ, ამ საქმიანობების სავარაუდო წლიური ბრუნვა და კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა მონაცემები და დოკუმენტები.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ კომისიისთვის წარდგენილი შეტყობინება საინფორმაციო ხასიათისაა. კომისიას უფლება არ აქვს, რომელიმე ენერგეტიკულ საწარმოს აუკრძალოს ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ეს პუნქტი არ ვრცელდება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურზე, რომელზედაც გაცემული არ არისობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს კომისიის უფლებამოსილებას, განახორციელოს  ენერგეტიკული  საწარმოს  საქმიანობის ზედამხედველობა, მიმართოს კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს, თუ არსებობს ეჭვი ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ტრეიდერის ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის  შესახებ,  ან/და საჭიროების  შემთხვევაში ენერგეტიკულ  საწარმოს ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად დააკისროს ჯარიმა.

5.თუ ენერგეტიკული საწარმო წყვეტს ან აპირებს, რომ შეწყვიტოს საქმიანობა, იგი აღნიშნულის შესახებ წერილობით ატყობინებს კომისიას კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქმიანობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

6.კომისია აწარმოებს საქართველოში საქმიანობის  განმახორციელებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტროენერგიის მიმწოდებლების, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების, ტრეიდერებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორების რეესტრს, რომელიც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად კომისიის ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მცირე სიმძლავრის  ელექტროსადგური ან ენერგეტიკული  საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდების, ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას ან რომელსაც სურს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება,  ამის  შესახებ  ამ  კანონის მოთხოვნათა დაცვით, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ატყობინებს კომისიას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ენერგეტიკული საწარმო კომისიას წერილობით შეტყობინებას წარუდგენს შესაბამისი საქმიანობის დაწყებიდან  არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საქმიანობის დაწყება გულისხმობს ელექტროენერგიის გამომუშავებას (გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყებას ან ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის ადმინისტრირებას. კომისიისთვის წარდგენილ წერილობით შეტყობინებას უნდა დაერთოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ენერგეტიკული საწარმოს შემთხვევაში − მისი სარეგისტრაციო მონაცემები, იურიდიული  და  ფაქტობრივი  მისამართები, ხოლო მცირე  სიმძლავრის ელექტროსადგურის  შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული,  ობიექტის  ექსპლუატაციაში მიღების  დამადასტურებელი  დოკუმენტი და  სხვა  საკონტაქტო ინფორმაცია, ამასთანავე,  ინფორმაცია განხორციელებული ან დაგეგმილი გამომუშავების, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობების შესახებ, ამ საქმიანობების სავარაუდო წლიური ბრუნვა და კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა მონაცემები და დოკუმენტები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ კომისიისთვის წარდგენილი შეტყობინება საინფორმაციო ხასიათისაა. კომისიას უფლება არ აქვს, რომელიმე ენერგეტიკულ საწარმოს აუკრძალოს ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ეს პუნქტი არ ვრცელდება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურზე, რომელზედაც გაცემული არ არისობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს კომისიის უფლებამოსილებას, განახორციელოს  ენერგეტიკული  საწარმოს  საქმიანობის ზედამხედველობა, მიმართოს კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს, თუ არსებობს ეჭვი ელექტროენერგიის მიმწოდებლის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ტრეიდერის ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის  შესახებ,  ან/და საჭიროების  შემთხვევაში ენერგეტიკულ  საწარმოს ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად დააკისროს ჯარიმა. 5. თუ ენერგეტიკული საწარმო წყვეტს ან აპირებს, რომ შეწყვიტოს საქმიანობა, იგი აღნიშნულის შესახებ წერილობით ატყობინებს კომისიას კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქმიანობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 6. კომისია აწარმოებს საქართველოში საქმიანობის  განმახორციელებელი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტროენერგიის მიმწოდებლების, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების, ტრეიდერებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორების რეესტრს, რომელიც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად კომისიის ვებგვერდზე ქვეყნდება. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    102 მუხლის მე-6 პუნქტში რეესტრის სუბიექტთა წრე გაფართოვდა: მიმწოდებლები დაკონკრეტდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებად და დაემატა ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორები; სიტყვა „ქვეყნდება“ წინადადების ბოლოს გადავიდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 101შემდეგი მუხლი 103

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტროსადგურების ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ჰიდროელექტროსადგურების ლიცენზირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 153მუხლი 36

მიუთითებენ მასზე

მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 11ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის სავალდებულო ავტორიზაცია
  • 161ავტორიზაცია
  • 13ლიცენზიების გაცემა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 10საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტის შედეგები
  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 18ერთიანი ავტორიზაციის წესი

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 7შეტყობინება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20228²1864² (…71071115336161132522102
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ეროვნული მარეგულირებელ…საქართველოს ადმინისტრა…ენერგოეფექტურობის შესა…გადასახადების ადმინისტ…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026