Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 154

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 154. სანქციის დაკისრება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:სანქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კანონის 153-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების წესს ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ადგენს კომისია.

2.რეგულირებული საწარმოსთვის ან სხვა პირისთვის სანქციის დაკისრებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის სიმძიმე და განგრძობადობა; ბ) მართლსაწინააღმდეგო ქცევის შედეგად დამდგარი შედეგები; გ) შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.

3.რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის აქტიური მოქმედება, რომელიც მიმართულია სამართალდარღვევის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისკენ, სამართალდარღვევის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და კომისიის მიერ წარმოებული გამოძიების ხელშეწყობისკენ, ჩაითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად.

4.რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის ქმედება, რომელიც მიმართულია კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების შეფერხებისკენ ასეთი დარღვევის ან მისი შედეგების დაფარვის მიზნით, ან აღნიშნული პირების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქცევის გაგრძელება ან სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად.

5.კომისია სანქციის დაკისრებისას, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, მხედველობაში იღებს სხვა შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებებსაც.

6.კომისიამ სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 6 თვის ვადაში მას შემდეგ, რაც კომისიისთვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის შესახებ. ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებები არ აღსრულდება, თუ მათი დარღვევიდან ან დარღვევის შედეგების გამჟღავნებიდან გასულია არანაკლებ 5 წელი. ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის ერთი და იმავე პირის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სანქცია.

7.დაკისრებული ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. ჯარიმა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

8.დამრღვევი რეგულირებული საწარმოს ან სხვა პირის მიერ სანქციის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართოს საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს. თავი XXXIX. სადავო საკითხების განხილვა და კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის 153-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების წესს ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ადგენს კომისია. 2. რეგულირებული საწარმოსთვის ან სხვა პირისთვის სანქციის დაკისრებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის სიმძიმე და განგრძობადობა; ბ) მართლსაწინააღმდეგო ქცევის შედეგად დამდგარი შედეგები; გ) შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები. 3. რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის აქტიური მოქმედება, რომელიც მიმართულია სამართალდარღვევის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისკენ, სამართალდარღვევის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და კომისიის მიერ წარმოებული გამოძიების ხელშეწყობისკენ, ჩაითვლება შემამსუბუქებელ გარემოებად. 4. რეგულირებული საწარმოს ან სხვა შესაბამისი პირის ქმედება, რომელიც მიმართულია კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების შეფერხებისკენ ასეთი დარღვევის ან მისი შედეგების დაფარვის მიზნით, ან აღნიშნული პირების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქცევის გაგრძელება ან სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ჩაითვლება დამამძიმებელ გარემოებად. 5. კომისია სანქციის დაკისრებისას, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გარდა, მხედველობაში იღებს სხვა შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებებსაც. 6. კომისიამ სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 6 თვის ვადაში მას შემდეგ, რაც კომისიისთვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის შესახებ. ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებები არ აღსრულდება, თუ მათი დარღვევიდან ან დარღვევის შედეგების გამჟღავნებიდან გასულია არანაკლებ 5 წელი. ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის ერთი და იმავე პირის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სანქცია. 7. დაკისრებული ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. ჯარიმა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 8. დამრღვევი რეგულირებული საწარმოს ან სხვა პირის მიერ სანქციის დაკისრების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით მიმართოს საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს. თავი XXXIX. სადავო საკითხების განხილვა და კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 153შემდეგი მუხლი 155

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანქციების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • სანქციების შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 153

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 153საჯარიმო სანქციები
  • 26კომისიის დაფინანსება
  • 119კონცენტრაცია

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 21პასუხისმგებლობა კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნისათვის

მაუწყებლობის შესახებ

  • 71სანქციები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 16

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 53სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

კონკურენციის შესახებ

  • 31თანამშრომლობის ფორმები. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის დებულებათა გამოყენება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 26შეთავაზების პირობები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის წარდგენა

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 27პასუხისმგებლობის დაკისრების წესი და დავის გადაწყვეტა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 37პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53213771311627431532611926154
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…მაუწყებლობის შესახებსამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს სისხლის სა…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026