Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 49

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 49. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ზედამხედველობა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის უწყვეტ შესაბამისობაზე, დამოუკიდებლობის მოთხოვნილი დონის ან/და გამოყენებული განცალკევების მოდელის მიუხედავად, ზედამხედველობას ახორციელებს კომისია.

2.კომისია აფასებს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობას და ხელახლა იწყებს ამ კანონის XII თავით გათვალისწინებულ სერტიფიცირების პროცედურას შემდეგ შემთხვევებში: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ფლობს ინფორმაციას, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორთან დაკავშირებული უფლებების ან გავლენის დაგეგმილმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის შეუსაბამობა, ან თუ არსებობს გონივრული ვარაუდი ამგვარი შეუსაბამობის არსებობის შესახებ; გ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას უნდა შეატყობინოს ყველა დაგეგმილი გარიგების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა საჭირო გახადოს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთანშესაბამისობის ხელახალი შეფასება.

4.კომისია გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინების მიღებიდან, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დასაბუთებული მოთხოვნის მიღებიდან ან საკუთარი ინიციატივით შემოწმების დაწყებიდან არაუგვიანეს 4 თვისა. კომისიის ინიციატივით შემოწმების დაწყების დღედ ჩაითვლება გადამცემი სისტემის ოპერატორის შემოწმების დაწყების დღე, რომელიც მიეთითება შემოწმების დაწყების შესახებ კომისიის შესაბამის აქტში.

5.თუ კომისია მიიჩნევს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ შეესაბამება დამოუკიდებლობის ან/და განცალკევების მოთხოვნებს, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეუსაბამობა უნდა აღმოფხვრას კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში და კომისიას უნდა წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია. კომისიის მიერ შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი სარგებლობს შესაბამისი საქმიანობის დროებითი ავტორიზაციით.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიცირების ხელახალი პროცედურა უნდა განხორციელდეს ამ კანონის 50-ე მუხლით დადგენილი წესით.

7.თუ კომისია მიიჩნევს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა არაღმოფხვრა დამოუკიდებლობის ან/და განცალკევების მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კომისიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის გაუქმების ან/და ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე. თავი XII. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის უწყვეტ შესაბამისობაზე, დამოუკიდებლობის მოთხოვნილი დონის ან/და გამოყენებული განცალკევების მოდელის მიუხედავად, ზედამხედველობას ახორციელებს კომისია. 2. კომისია აფასებს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობას და ხელახლა იწყებს ამ კანონის XII თავით გათვალისწინებულ სერტიფიცირების პროცედურას შემდეგ შემთხვევებში: ა) გადამცემი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ფლობს ინფორმაციას, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორთან დაკავშირებული უფლებების ან გავლენის დაგეგმილმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან გადამცემი სისტემის ოპერატორის შეუსაბამობა, ან თუ არსებობს გონივრული ვარაუდი ამგვარი შეუსაბამობის არსებობის შესახებ; გ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას უნდა შეატყობინოს ყველა დაგეგმილი გარიგების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა საჭირო გახადოს გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთანშესაბამისობის ხელახალი შეფასება. 4. კომისია გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინების მიღებიდან, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დასაბუთებული მოთხოვნის მიღებიდან ან საკუთარი ინიციატივით შემოწმების დაწყებიდან არაუგვიანეს 4 თვისა. კომისიის ინიციატივით შემოწმების დაწყების დღედ ჩაითვლება გადამცემი სისტემის ოპერატორის შემოწმების დაწყების დღე, რომელიც მიეთითება შემოწმების დაწყების შესახებ კომისიის შესაბამის აქტში. 5. თუ კომისია მიიჩნევს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ შეესაბამება დამოუკიდებლობის ან/და განცალკევების მოთხოვნებს, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეუსაბამობა უნდა აღმოფხვრას კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში და კომისიას უნდა წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები, მონაცემები და ინფორმაცია. კომისიის მიერ შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი სარგებლობს შესაბამისი საქმიანობის დროებითი ავტორიზაციით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიცირების ხელახალი პროცედურა უნდა განხორციელდეს ამ კანონის 50-ე მუხლით დადგენილი წესით. 7. თუ კომისია მიიჩნევს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა არაღმოფხვრა დამოუკიდებლობის ან/და განცალკევების მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კომისიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის გაუქმების ან/და ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე. თავი XII. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 50

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 153მუხლი 50

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 50გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება
  • 159გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევება
  • 31კომისიის დამატებითი ფუნქციები და მარეგულირებელი უფლებამოსილებები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 44მონიტორინგი და შემოწმება
  • 46¹კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები
  • 43ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 17კონტროლი (შემოწმება)

საზღვაო კოდექსი

  • 44³

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 14უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დანიშვნა და გათავისუფლება

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 12უფლებამოსილი ორგანოს (კომისიის) მიერ დავის განხილვა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 6დამოუკიდებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64446¹4344³17165015315931141249
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომუნიკაცი…საჯარო სამართლის იურიდ…საზღვაო კოდექსიგანახლებადი წყაროებიდა…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026